ეკონომიკა

სამომხმარებლო სესხების ახალი პაკეტები ბანკებისგან

13 დეკემბერი, 2013 •
სამომხმარებლო სესხების ახალი პაკეტები ბანკებისგან

“ქეი-ეს-ბი ბანკი” 12 დეკემბრიდან საახალწლო აქციას იწყებს და სამომხმარებლო სესხი ლარში 7,9%–ად გამოაქვს. სესხის ასაღები თანხის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარამდეა. აქცია მხოლოდ 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს. 

 


“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ვისთვის არის ხელმისაწვდომი სესხი 7,9%–ში,  “ქეი-ეს-ბი” ბანკში განუმარტეს, რომ სესხის აღების მსურველმა უნდა დაადასტუროს შემოსავალი ხელფასის ცნობით და ამონაწერით: “მინიმალური ხელფასი 500 ლარი უნდა ჰქონდეს მომხმარებელს, საჭიროა ამ სესხის ქონებით უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში- უძრავი ქონებით, ან ბინით, ან მიწის ნაკვეთით.”

 

ბანკში განმარტავენ, რომ დაპორტირებაც არის შესაძლებელი და ეს განხილვის თემაა. სესხის მაქსიმალური ვადა 60 თვეა, ხოლო მაქსიმალური თანხა- 50 000 ლარი. 

 

“ქეი-ეს-ბი ბანკს” ბაზარზე ქონებით არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხიც გამოაქვს. თუმცა ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი 13,5%–ია. ამ განაკვეთში სესხის აღება იმ მომხმარებელს შეუძლია, ვისაც ხელფასი “ქეი-ეს-ბი ბანკში” ერიცხება.  

 

საახალწლო აქციის ფარგლებში სამომხმარებლო სესხს ბანკი “რესპუბლიკაც” გასცემს. სამომხმარებლო სესხის პირობები ასეთია: სესხის მოცულობა 200–17 000 ლარი ან 100 – 15 000 აშშ დოლარია. დაფარვის ვადა- 3 ან 36 თვე. საპროცენტო განაკვეთ-  9.5%–დან; ამ ტიპის სესხის ქონებით უზრუნველყოფა არ მოითხოვება – აცხადებენ ბანკში. 


სამომხმარებლო სესხი “ვითიბი ბანკს” 14,9%–ში გამოაქვს. სესხის მინიმალური თანხა 400 ლარია, ხოლო მაქსიმალური- 30 000 ლარი. დაფარვის ვადა კი 36 თვეს შეადგენს.


“ბაზის ბანკი” სამომხმარებლო სესხებს 36 თვემდე 20 000 ლარის ფარგლებში გასცემს. სესხის დაფარვის ვადა 1 თვიდან  –  5 წელია. წლიური საპრცენტო განაკვეთი – 13.9%-დან იწყება. როგორც “ნეტგაზეთს” ბანკში განუმარტეს, სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია სტაბილური და დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი მინიმუმ 300 ლარი: შრომის ანაზღაურების, საიჯარო გადასახადის ან დივიდენდის სახით. მსესხებლის საერთო სამუშაო სტაჟი არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.


“საქართველოს ბანკს” სამომხმარებლო სესხი ბაზარზე 13.5%-დან გამოაქვს. მსესხებლის შემოსავლის მოცულობა 200 ლარს უნდა შეადგენდეს. სესხის ვალუტა ლარი და აშშ დოლარია. სესხის მაქსიმალური თანხა 50 000 ლარი (ეკვ. აშშ დოლარში), დააფრვის მაქსიმალური ვადა – 60 თვეა. სესხი გაიცემა როგორც ქონების უზრუნველყოფით, ისე მის გარეშე. სესხის უზრუნველყოფა ხდება ფიზიკური პირის თავდებობით, ასევე უზრუნველყოფის საგანია ავტომანქანა ან უძრავი ქონება.


 “თი ბი სი ბანკი” სამომხმარებლო სესხს 13,95%–ში გასცემს. სესხის მაქსიმალური ოდენობა 50 000 აშშ დოლარი ან 80 000 ლარია. მინიმალური კი 300 აშშ დოლარი ან 500 ლარი. სესხის დაფარვის ვადა 1 თვიდან –120 თვემდეა. 


“თი ბი სი ბანკში” განმარტავენ, რომ სამპომხმარებლო სესხის პროცენტის იანგარიშება შემცირებადი წესით, ანუ ის კლებულობს ძირითადი თანხის შემცირებასთან ერთად: “პროცენტი განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა სესხის თანხა, ოჯახის სხვა წევრთა შემოსავალი, მსესხებლის სამუშაო გამოცდილება.” 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი