ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის მე–13 საერთაშორისო გამოფენა “ექსპო ჯორჯიაში”

22 ნოემბერი, 2013 • • 1182
სოფლის მეურნეობის მე–13 საერთაშორისო გამოფენა “ექსპო ჯორჯიაში”

22 ნოემბერს გამოფენაზე საქარველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია მივიდა. მინისტრი მე–13 საერთაშორისო გამოფენას პოზიტიურად აფასებს: 

 

“ეს არის მე–13 გამოფენა სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და ახალი ტექნოლოგიების. წელს გამოფენეზე წარმოდგენილია 10–ზე მეტი ქვეყანა და ბიზნესკომპანიები  უკრაინიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და ისრაელიდან. ვიზიტორები არიან 26 ქვეყნიდან ჩამოსული. გამოფენის ორგანიზატორია “ექსპო ჯორჯია”. გამოფენაზე 70–ზე მეტი კომპანია არის წარმოდგენილი. ჩვენი საკონსულტაციო სამსახურების დახმარებით მოხდა 2 ათასზე მეტი ფერმერის მობილიზება, რათა გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.”

 

ფერმერი გურჯაანიდან ფარნაოზ სოლოღაშვილი ამბობს, რომ მევენახეობის დარგშია დასაქმებული და გამოფენაზე ახალი ტექნოლოგიების სანახავად მოვიდა: “მაინტერესებდა მიღწევები, რომ ჩვენს დარგში გამოგვეყენებინა. ჩვენი ტექნიკა მოძველებულია და ახლის ძიებაში ვართ. ტექნიკის არჩევანი არის, მაგრამ ფასები ხელმისაწვდომი არ არის. მევენახეობის პარალელურად, მეცხოველეობის ფერმაც მაქვს, თუმცა ტექნიკას მევენახეობისათვის ვეძებდი.”

 

საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურიდან ფერმერი პავლე მექვევრიშვილი ამბობს, რომ პროფესიით აგრონომია და გამოფენაზე ახალი ტექნოლოგიების სანახავად მოვიდა:

 

 “ამ გამოფენაზე პირველად არ ვარ, მაგრამ მე–13 გამოფენა საინტერესოა იმით, რომ გამოფენაზე გამოჩნდა რუსული ტექნიკა. ფასი შედარებით ხელმისაწვდომია, 12 ათასი ლარი. იმედი მაქვს, რომ როცა შეიქმნება კოოპერატივები, ავიღებთ სესხს და ტექნიკას შევიძენთ.”     

 

მასალების გადაბეჭდვის წესი