ეკონომიკა

აგულაშვილი “აგრო იუთუბის” მგავსი არხის შექმნის ინიციატივით გამოდის

20 ივნისი, 2013 • • 1020
აგულაშვილი “აგრო იუთუბის” მგავსი არხის შექმნის ინიციატივით გამოდის

ამ საკითხზე აგულაშვილმა “რედისონში” გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა. 

 

გიგლა აგულაშვილი
გიგლა აგულაშვილი

“განათლების ის მეთოდი, რომელიც გამოიყენება საქართველოში, ვერ უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სექტორის კადრებით უზრუნველყოფას. ბიზნესოპერატორების მოთხოვნაა დღესვე მიიღოს საჭირო კადრი” – განაცხადა აგულაშვილმა.

 

მისი თქმით, ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით უნდა მოხდეს სასწავლო ფილმების გადაღება და “აგრო იუთუბის” მსგავსი სატელევიზიო არხის შექმნა:”კომუნიკაცია არ გვაქვს ფერმერებთან, შესაბამისი კადრების და განათლების გარეშე სოფლის მეურნეობის სექტორში წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება. სასწავლო ფილმები ან აგროარხის არსებობა ფერმერებთან კომუნიკაციის პრობლემას მოხსნის.” 

 

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამ პროექტების განსახორციელებლად ფინანსური რესურსის მოზიდვას ცდილობს.  

 

  

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი