ეკონომიკა

ცვლის თუ არა მთავრობა ტურიზმის განვითარების სტრატეგიას

11 ივნისი, 2013 • • 1478
ცვლის თუ არა მთავრობა ტურიზმის განვითარების სტრატეგიას

ცვლის თუ არა მთავრობა ტურიზმის განვითრების სტრატეგიას და რომელი ქვეყნებიდან გეგმავს ტურისტების მოზიდვას 2013 წელს.

 

გიორგი სიგუას მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით, 2013 წლის იანვრიდან 5 მაისამდე საქართველოში რუსეთიდან 183 ათასი ტურისტი შემოვიდა:„ეს არის 77 პროცენტით მეტი წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემებთან შედარებით. 2012  წელს საქარველოში რუსეთიდან შემოვიდა ნახევარ  მილიონზე მეტი ტურისტი. თუ გავაგრძელებთ ამ ნაბიჯებით სვლას, 2013 წელს 700 000 ტურისტს მივიღებთ რუსეთიდან. არსებული სატატისტიკით ტურიზმის  წილი  მთლიან შიდა პროდუქტში 6,37 პროცენტია. არის შანსი, რომ ეს მაჩვენებელი 9 პროცენტამდე გაიზარდოს.“ 

 

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მისმა უწყებამ პრესტური რუსეთის 10 წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის მოაწყო. ორი კვირის წინ კი იგივე პროგრამით საქართველოში რუსეთის 20 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი იმყოფებოდა. სიგუა ამბობს, რომ საქართველოში ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაცია რუსეთის მედიაში გავრცელდება და ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა. 

 

ინტერნეტ პორტალი www.2R.ru – ს ჟურნალისტი ოლეგ ალექსეევი ამბობს, რომ საქართველოში ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდა:  „პროგრამა შესანიშნავად იყო შედგენილი. ჩვენ დავათვალიერეთ თბილისი, კახეთი. ასევე მონაწილეობა მივიღეთ კახეთში მიმდინარე ღვინის მეორე სიმპოზიუმში. ემოციები დადებით გვაქვს, საქართვლო არის იშვითი ქვეყანა, რადგან აქ სანაპიროს ტურიზმიდან დაწყებული შესაძლებელია სპორტული ექსტრემელური ტურიზმის  პოპულარიზაცია. ყველაზე მთავარი კი ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა.“  

 

ელენა ბორისოვა მოსკოვში პროფესულ ჟურნალ „ტურბიზნესში“ მუშაობს. მისი თქმით, მან საქართველოზე ბევრი ახალი, სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია შეიტყო: „ ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება  ჩვენი სპეცილისტებისათვის, რომლებიც ტურისტულ ბიზნესში არიან ჩართულნი. ამავდროეულად, საქართველოში მოწვეული იყო  სპეციალისტების ორი ჯგუფი, რომლებიც რუსეთის ტურისტულ სააგენტოებში საქმინობენ. მე მგონია, რომ ჩვენი საერთო შესაძლებლობები და სურვილები, ააწყონ ტურისტული ურთიერთობები, მოიტანს შედეგებს.“  

 

„ინტერფაქსის“ წარმომადგენელი იური ფედოროვი ამბოსბ, რომ საქრთველოში საოცარმა ბუნებამ და ქვაში გამოკვეთილმა ციხექალაქმა „ვარძიამ“  მოხიბლა: „დადგება დრო, როცა საქართველოში რუსი ტურისტების ჯგუფები ჩამოვლენ.“  

 

გიორგი სიგუას განცხადებით, ტურიზმის ადმინისტრაცია ტურისტების მოზიდვის კუთხით არც ერთ ბაზრზე არ იტყვის უარს: „მე, როგორც აპოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ვამბობ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი და მსყიდველუნარიანი ტურისტი მოვიზიდო საქართველოში. რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის. მოვლილი მაქვს თითქმის მთელი მსოფლიო და ვცხოვრობდი მსოფლიოს 12 ქვეყანაში  და 15 ტურისტულ ქალაქში, რუსი ტურისტი ითვლება ერთ–ერთ ყველაზე სასურველ და საუკეთესო ტურისტად ბიზნესისათვის. შესაბამისად, ამ ბაზრის უგულვებელყოფა არაფრით არ შეიძლება, თანაც მათი მხრიდან ინტერესი არის მზარდი.“

 

სიგუა ამბობს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია აწარმოებს აქტიურ კამპანიას ისრაელში, პოლონეთში. ასევე გეგმავს ჩაატაროს მასშტაბური კამპანია ბალტიისპირეთის ქვეყნებში: „ჩენ ვაპირებთ, რომ ჩავერთოთ „იურმალას“ ფესტივალის ორგანიზებაში და იქ მოვახდინოთ საქართველოს სახელის პოპულარიაზაცია ტურისტული მიმართულებით, ასევე ვაპირებთ კამპანიას ყაზახეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში. მიმზიდველია ასევე უკრაინის ბაზარი.“

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი