ეკონომიკა

“საპარტნიორო ფონდის” პროექტები ტურიზმის განვითარების მიმართულებით

12 აპრილი, 2013 • 1168
“საპარტნიორო ფონდის” პროექტები ტურიზმის განვითარების მიმართულებით

ჯინო ველნესს სასტუმრო გახსნის ცერემონიაში ს.ს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და სლოვაკეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკის “EXIMBANKA”ის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოში, ტურიზმის სექტორში ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე.

 

“საპარტნიორო ფონდი” ტურიზმის განვითარების მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროექტში მონაწილეობს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ამჯერადაც გრძელდება. ესენია:

 

– ხუთვარსკვლავიანი  რიქსოსისსასტუმრო ლიკანში (სპა–კურორტი), რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულებაა 38 მლნ აშშ დოლარი (ფონდის მონაწილეობა შეადგენს 15 მლნ აშშ დოლარს);

 

– ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო რედისონიწინანდალში 16,8 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულებით (ფონდის მონაწილეობა პროექტში განსაზღვრულია 4 მლნ აშშ დოლარით);

 

– 2,3 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულების სასტუმრო ყვარელში ილიას ტბასთან (ფონდის მონაწილეობა – 1, 15 მლნ აშშ დოლარი).

 

ს.ს. „საპარტნიორო ფონდი“ ჩამოყალიბდა 2011 წელს. მისი აქციების 100%–ს ფლობს სახელმწიფო. ფონდის კაპიტალი შეადგენს 2,3 მილიარდ ლარს. ფონდის მიზანია კერძო ინვესტიციების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის 4 სექტორში. კერძოდ: ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურაში და წარმოებაში.

 

ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შედგება პრემიერ–მინისტრისა და  (თავმჯდომარე) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. ფონდის დაფინასნების წყაროა სუბორდინირებული/კონვერტირებადი სესხები და ფონდის კაპიტალი. ფონდის ფუნქციებია სტაბილური გრძელვადიანი ფინანსირება, რისკების განაწილება ინვესტორთან და კომერციული ბანკებიდან ან/და საერთაშორისო საფინასნო ინსტიტუტებიდან პროექტებისთვის ფინანსების მოზიდვის ახალი შესაძლებლობების გამონახვა.

 

2013 წელს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FITCH-მა ფონდს დაუდასტურა რეიტინგი BB-.

მასალების გადაბეჭდვის წესი