„საქრთველოს ფოსტის“ პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ამ დროისათვის კომერციული ტვირთების ბაზარზე, მხოლოდ ეს კომპანია ოპერირებს:
„შემოსავლების სამსახურსის მიერ გაწრილ კრიტერიუმებს მხოლოდ ჩვენ ვაკმაყოფილებთ. თუ სხვებიც შემოვლენ ბაზარზე, კონკურენცია გაიზრდება“.
ლია ბუაძე, თურქეთიდან პროდუქციის იმპორტს 10 წელია ახორციელებს:
„თებერვლიდან საქართველოს ფოსტით ვსარგბლობ. მანამდე კერძო კომპოანია ახდენდა ტვირთის ჩამოტანას. ფასზეც შეგვეძლო მოლაპარაკება. ახლა ფიქსირებული ფასია 1 კილოგრამზე 2,5 დოლარი. თუ რამის შემოტანა გინდა ფოსტით უნდა გადმოზიდო.“
კომპანია „სტარ გრუპის“ ხელმძღვანელი თეა მაჭავარიანი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა, მისი კომპანიის საქმინობა ბაზარზე ხელოვნურად შეზღუდა, რითაც სერიოზული ფინანსური ზარალი განიცადა:
„ამ დროისათვის კომერციული ტვირთების გადაზიდვას მხოლოდ „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს. 2013 წლის 6 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა ბრძანება გამოსცა, იძულებული გავხდით ბაზარი დაგვეტოვებინა.“
2012 წლის ნოემბერში, ფინანსთა სამინისტომ და შემოსავლების სამსახურმა მცირე და საშუალო გადამზიდავ კომპანიებს ბაზარი გაუხსნა.
შემოსავლების სამსახურის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა, შემოსავლების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „კარგო გადაზიდვებისათვის, ბიზნესის წარმოების სივრცე თავისუფლდება. შემოსავლების სამსახური ბიზნესის წარმოების საერთო პირობებს აყალიბებს, რაც გამორიცხავს მონოპოლიებს“.
თეა მაჭავარიანის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის განცახდების შემდეგ, „სტარ გრუპმა“ ოფისები გახსნა და საქმინობა დაიწყო:
„ოქტომბრის მერე დავიწყეთ მუშაობა. ვახორციელებდით ტვირთების გადაზიდავს აზერბაიჯანიდან. ხდებოდა განბაჟება გეზში და შემდეგ პატრონს ვაბარებდით. დეკემბერში დაგვიბარეს საბაჟოზე, გეზში და გვითხრეს რომ ჩვენთვის იქმნება სპეციალური პროგრამა, რომლითც მუშაობს “საქართველოს ფოსტა”. კონკურენტუნარიანი რომ იყოთ, შემოსავლების სამსახურის სერვერს უნდა მიუერთდეთო. შევიძინეთ კომპიუტერები, ტექნიკა. სერიოზული მუშაობა უნდა დაგვეწყო. იანვარში როცა ვიკითხეთ, რომ პროგრამა როდის იქნებაო, გვითხრეს, რომ არანაირი პროგრამა არ იქნება, თქვენ დაწერეთო. ჩვენ პროგრამა შევიძინეთ მაგრამ შემოსავლების სამსახურმა მისი გატესტვა არ მოახდინა და შესაბამისად, 2013 წლის 13 თებერვლიდან ბაზარზე საქმინობა შეგვეზღუდა.“
გადამზიდავი კომპანის მფლობელის განცხადებით, მისი საქმინობა ბაზარზე ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ 2013 წელის 25 იანვარს გამოცემულმა 30 ბრძანებამ და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა ხუციშვილის მიერ 2013 წლის 6 თებერვალს მიღებულმა განკარგულებამ შეზღუდა.
ფინანსთა მინისტრის მიერ 2013 წლის 25 იანვრის 30–ე ბრძანებულების 16 –ე მუხლის თანახმად „სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შეფუთვის, მარკირების, გაფორმების ორგანოში წარდგენის, გაფორმების დასრულების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფისა და ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“
შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 6 თებერვლის ბრძანებით, გადამზიდავმა კომპანიამ უწყებაში სპეციალური პროგრამა უნდა წარადგინონ. უწყებამ პროგრამა უნდა დატესტოს, მიუერთოს საკუთარ სერვერს და გადამზიდავს სპეციალური კოდი უნდა მიანიჭოს. რის შემდეგაც კომპანიის მიერ განხორციელებული გადაზიდვების კონტროლი ელქტრონულად მოხდება.
არც ფინანსთა მინისტრის და არც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებებში პროგრამის წარდგენის, დატესტვის და სპეცილური კოდის მინიჭების ვადები გაწერილი არ არის.
კომპანია „სტარ გრუპის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ, შემოსავლების სამსახურში სპეციალური პროგრამა სამი კვირის წარუდგინა: „პროგრამა ტესტირების რეჟიმშია, სიგნალს ვიღებთ სერვერიდან, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა სპეციალური კოდი არ მოგვანიჭა და ამიტომ საქმიანობას ვერ ვიწყებთ. “
შემოსავლების სამსახურის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ გადამზიდავი კომპანიები რეგულაციებს თუ დააკმაყოფილებენ მიიღებენ დაშვებას სერვერზე და შესაბამიად ბაზარზეც დაბრუნდებიან:
„ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მომზადდა რეგულაციები და გაიწერა შემდგომ შემოსავლების სამსახურის პროტოკოლით. ამ პორტოკოლის ქვეშ უნდა მომზადდეს პროგრამა. სახელმწიფომ რისკების მინიმიზაცია განახორციელოს. ესეთი ტვირთები, მაღალი რისკის შეცველია და უნდა მოხდეს რისკების შემცირება. ჯერჯერობით არცერთ გადამზიდავს პროგრამა არ წარუდგენია. 13 თებერვლიდან დღემდე შემოსულია მხოლოდ სამი განცხადება, რომ უნდათ სერვერზე მიერთება. „საქართველოს ფოსტამ“ მოამზადა პროგრამა და მხოლოდ ის ახორციელებს გადაზიდვებს. თუ წარმოადგენენ პროგრამებს მათი დატესტვა უპრობლემოდ მოხდება. “
„ნეტგაზეთმა“ შეკითხვით მიმართა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს თუ რატომ ჭინურდება მცირე და საშუალო გადამზიდავი კომპანიების ბაზარზე დაშვება, მათი პროგრამების დატესტვა და სერვერზე მიერთება.
სამინისტროდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ვაჭრობისა და გადამზიდავტა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრი გადამზიდავ კომპანიებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა:
“პრობლემა დროებით მოგვარდა. ის ტვირთები, რომლებიც გზაში იყო ბრძანების გამოცემამდე, მინისტრთან პირადი სატელეფონო საუბრებით მოგვარდა. მაგრამ ძირითადი პრობლემა ის არის, რომ გადამზიდავი კომპანიები ბაზარზე ვერ ბრუნდებიან და არც არავინ გვცემს პასუხს ეს რა ვადებში მოხდება. ბრძანებებში ვადები გაწერილი არ არის. შემოსავლების სამსახურში გვიპასუხეს, გვაჩვენეთ ბრძანებაში ვადები, რა ვადებშიც გვინდა იმ ვადებში დაგიტესტავთ პროგრამასო.“
გადამზიდავი კომპანიების უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ვალერი ვალერი გელბახიანი იცავს. ადვოკატი აცხადებს, რომ სახელმწიფო არღვევს კონსტიუტუციის 30– ე მუხლს და ბაზარზე კერძო კომპანიების საქმინობას ზღუდავს:
„სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ თებერვალში, 5 მარტს დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა. სასამართლოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურების მიერ გამოცემული ბრძანებების შეჩრებას ვთხოვდით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, საქმე გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. მაგრამ შემდეგ საქმე გამოვითხოვეთ უკან. სააპელაიცო სასამართლო არც იხილავს საქმის მასალებს და არც უკან გვიბრუნებს. გადამზიდავები იღებენ ფინანსურ და მეტერიალურ ზიანს, მათთვის, ყოველი დაგვიანებული დღე არის სერიოზული ზარალის მომტანი.“
საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 5 ოქტომბერს ბიზნესს მონოპოლიების შეზღუდვას და საქმინობის ხელშეუხებლობას დაპირდა:
„მაქსმიმალური მცდელობა იქნება ჩვენი მხრიდან და მე გარანტიაც მივეცი, რომ ხელისუფლება და ჩინოვნიკები არ ჩაერევიან კერძო ბიზნესში და რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოფ კერძო საკუთრების დაცვას, რომ ჩინოვნიკმა კანონის ავლით მასში ჩარევა ვერ მოახერხოს. ეს უნდა იყოს იყოს სწორი ეკონომიკის საფუძველი და ასევე, საფუძველი იმ უბედურების წინააღმდეგ, რასაც უმუშევრობა ჰქვია“.