ეკონომიკა

იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი 27 პროცენტით გაიზარდა

13 მარტი, 2017 • 5748
იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი 27 პროცენტით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1423 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. ამ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 356 მლნ. აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.

Screen Shot 2017-03-13 at 12.29.11 PM

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 მარტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი