ეკონომიკა

OPIC–ის კიდევ ერთი ინვესტიცია საქართველოში

20 ნოემბერი, 2012 • 1110
OPIC–ის კიდევ ერთი ინვესტიცია საქართველოში

თანხა GMT ჯგუფის თბილისის ცენტრში განთავსებული სამი ობიექტის – სასტუმრო „მარიოტ თბილისის“, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტისა“ და ა კლასის საოფისე შენობის, „GMT პლაზის“ სტრატეგიულ რეკაპიტალიზაციასა და შენახვას მოხმარდება.

 

“საქართველოში არსებული მრავალი საინვესტიციო შესაძლებლობიდან ეს მხოლოდ ერთ–ერთია. ვაპირებ, მომავალშიც აქტიურად ვიმუშაო საქართველოთი ამერიკელი ინვესტორების დასაინტერესებლად”, – აცხადებს რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.

 

ნორლანდი ამბობს, რომ როგორც აშშ–ის ელჩი, ამაყობს იმ ხანგრძლივი და მზარდი თანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან აშშ-ს აკავშირებს:

 

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა წინ მიდის. აშშ გამუდმებით ეძებს ახალ შესაძლებლობებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მზარდი საინვესტიციო ბაზრის წარმოჩენას”.

 

OPIC–ი აშშ–ის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. OPIC–ი თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას სხვადასხვა ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად მიმართავს. OPIC–ი აშშ–ის კერძო სექტორთან თანამშრომლობს და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება. OPIC–ი ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების მატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ. OPIC–ი დასახულ მიზანს აღწევს იმით, რომ ინვესტორებს დაფინანსებას, გარანტიებსა და პოლიტიკური რისკების დაზღვევას სთავაზობს, აგრეთვე, ხელს უწყობს კერძო საინვესტიციო ფონდების საქმიანობას.

OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა. ის თვითკმარი ორგანიზაციაა. OPIC–ს ამერიკელ გადასახადის გადამხდელები არ აფინანსებენ. ორგანიზაციის მომსახურება ხელმისაწვდომია ახალი და განვითარებადი ბიზნესებისათვის მსოფლიოს 150–ზე მეტ ქვეყანაში. დაარსებიდან დღემდე OPIC–ის პროექტების შედეგად ამერიკიდან 75 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რითაც შეერთებულ შტატებში 276,000 სამუშაო ადგილი დაფინანსდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი