ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრომ ‘რესპუბლიკურის’ პრივატიზება შეაჩერა

11 ოქტომბერი, 2012 • 1201
ეკონომიკის სამინისტრომ ‘რესპუბლიკურის’ პრივატიზება შეაჩერა

“საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 20 ივლისს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და “ინტერჰელს კანადა ლიმიტედს” შორის ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ქონების პრივატიზების ხელშეკრულება გასულ წელსვე გაფორმდა. ხელშეკრულების პირობა კლინიკის სამედიცინო პროფილის შენარჩუნება და მის ბაზაზე თანამედროვე საავადმყოფოს შექმნაა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ტექნიკური წინაპირობები, რომელთა შესრულების შემდეგ ხელშეკრულება სრულად შევა ძალაში. ამ ეტაპისთვის ტექნიკური წინაპირობების შესრულების პროცესი არ დასრულებულა და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში ინვესტორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ მომხდარა. ამავე მიზეზით მყიდველის მიერ არ გადახდილა საპრივიტიზებო საფასური. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეაჩერა ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელება,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძემ, ჯადნაცვის მინისტრობის კანდიდატმა გუშინ, 10 ოქტომბერს სამინისტროს მიმართა, შეაჩერონ “რესპუბლიკურის” პრივატიზაცია. 

 

“რეპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების საკითხი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დღეს მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ხდება პრივატიზების დაჩქარება. სამწუხარდ, ვერ მოვიპოვე დაზუსტებული ინფორმაცია, ვინ აპირებს პრივატიზებას, თუმცა, როგორც ვიცი, კონტრაქტი ხელმოწერილია, მაგრამ თანხა გადახდილი ჯერ არ არის.

 

მე მივმართავ ეკონომიკის სამინიტროს, შეაჩერონ ეს პროცესი. ასევე, მივმართავ საზოგადოებას და საავადმყოფოს თანამშრომელებს, რადგან საქმე ეხება ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხდება სტუდენტებისა და ექიმების ცოდნის გარღმავება,” – განაცხადა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი