ეკონომიკა

ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია

30 აპრილი, 2012 •
ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია

ბრიტანეთის ეკონომიკა დაცემას განაგრძობს. 2012 წელს ქვეყნის ეკონომიკა 0,2 პროცენტით შემცირდა. რეცესიის მოულოდნელ ზრდას ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში სამშენებლო სექტორის შემცირებას უკავშირებენ. ოფიციალურად რეცესია მაშინ ცხადდდება, როცა მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირების ტენდენციას ორი კვარტლის განმავობაში ინარჩუნებს.

2011 წლის მეორე კვარტალში ბრიტანეთის ეკონიმიკა 0,3 პროცენტით შემცირდა. გასულ კვირას გამოქვეყმენულმა სტატისტიკამ კი აჩვენა, რომ ქვეყანაში მრეწველობა 0,4 პროცენტით, მშენებლობა 3 პროცენტით შემცირდა, ხოლო მომსახურების სექტორში ზრდამ 0,1 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ ცუდი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი დოლარის მიმართ ნაეხვარი ცენტით გაუფასურდა და 1,6093 დოლარი შედგინა, ხოლო ევროსთან  კი, 1,2184–ს გაუტოლდა.

ბოლო რეცესია ბრიტანეთმა 2009 წელს განიცადა. ვარდნა არის საკმაოდ დაბალი, რაც პანიკის საფუძველს არ იძლევა, აცხადებენ ბრიტანელი ანალიტიკოსები. 0,2– პროცენტიანი რეცესიით ბიზნესმა მიიღო სიგნალი, რომ ფრთხილად უნდა იყოს, შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და მოახდინოს ინვესტირება.      

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი