ეკონომიკა

„ელიტ ელექტრონიქსი“ „ბრიმაგის ჯგუფმა“ იყიდა

24 აპრილი, 2012 •
„ელიტ ელექტრონიქსი“  „ბრიმაგის ჯგუფმა“ იყიდა

  „ელიტ ელექტრონიქსს“ 2012 წლის აპრილიდან ახალი მფლობელები ჰყავს.  კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, „ელიტ ელექტრონიქსი“ ბრიმაგის ჯგუფმა შეისყიდა, რომელსაც შაულ სილბერშტენი წარმოადგენს. ის  ბრიმაგის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ბიზნესჯგუფის მფლობელობაშია ელექტროტექნიკის წარმოებისა და გაყიდვების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი ევროპისა და ისრაელის ბაზარზე, რომელიც  400-ზე მეტ მაღაზიას ითვლის.

„ბრიმაგის ჯგუფი“ არის სონის, გრეცის, როსიერის და ჰაუვერის ოფიციალური დისტრიბუტორი ევროპასა და ისრაელში. ასევე ინვესტორთა ჯგუფში შედიან ქართული კომპანიები – ელიტ ეფლაიენსი და უნივერსალ კაპიტალ გრუპი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ელიტ ეფლაიენსის“გენერალური დირექტორი ისრაელის მოქალაქე მიხაილ ბენიმინია. ის კომპანიის 100 პროცენტს ფლობს. „უნივერსალ კაპიტალ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იოსებ მგელაძეა. კომპანიის 100 პროცენტს პანამაში დარეგისტრირებული რილფ მენეჯმენტი ფლობს.  

კომპანიის პესსამსახურის ცნობით, „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა მატი ლეშემი. „ის  კომპანიის აქციონერებმა სპეციალურად მოიწვიეს. მას ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია საცალო გაყიდვებისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.  მატი ლეშმი ამერიკის მოქალაქეა. ის კალიფორნიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფლობს ბიზნესის ადმინისტრირებაში და ხელძღვანელობდა რამოდენიმე უმსხვილეს კომპანიას ამერიკასა და ისრაელში“– აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი