ეკონომიკა

საბანკო სექტორი მოგებაზე გავიდა

2 აპრილი, 2012 •
საბანკო სექტორი მოგებაზე გავიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 9.8 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა და 12.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.4 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.3 პროცენტი შეადგინა. გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. წმინდა მოგებამ 12.3 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ცნობით, 2012 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და ორი – უცხოური ბანკის ფილიალით. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 80.8 პროცენტი  შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი