დღეს თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, ორდღიანი საერთასორისო კონფერენცია გაიხსნა.  კონფერენციაში 15 ქვეყნის 130 წარმომადგენელი მონაწილეობს.

„საქართველო მდებარეობს ნავთობის გადაზიდვის სტრატეგიულ გზაჯვარედინზე. ქვეყნის ენერგოპოლიტიკის მთავარი მიმართულებაა ენერგოუსაფრთხოება და გაზის ნაკადების დივერსიფიკაცია.  ქვეყნის პრეროგატივაა ჰიდროელექტროსადგურების რეკონსტრუქცია და გაზსადენების მშენებლობა. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და პრივატიზაცია,“ –  ნათქვამია GIOGIE-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას მხარს უჭერს:  საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველო–ბრიტანეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატა.

ორდღიან კონფერენციის სპონსორები არიან:  კომპანია ბიპი, სოკარი, ყულევისა და ბათუმის ტერმინალები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *