28 მაისს გამართულ ყრილობაზე პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ლაგაზიძემ აქცენტი სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმებზე გააკეთა. მისი თქმით, პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ორგანიზაციები, რომლებიც ცენტრალიზებულად, ბიუჯეტის წესით ახორციელებენ შესყიდვებს, ვალდებულები იქნებიან, “ქართული სოფლის მეურნეობის” პროდუქცია შეიძინონ:
“საინტერესო ხედვები გვექნება ასევე საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. უპირველესად, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს სკოლები, ბაღები, სასწავლო დაწესებულებები, ასევე ყველა ის დაწესებულებება, რომელიც ცენტრალიზებულად ბიუჯეტის წესით ახდენს შესყიდვებს, მათ ექნებათ ვალდებულება, რომ მოიხმარონ სოფლის მეურნეობის, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ქართულ სოფელს ჩვენ შევუქმნით განვითრების უპრეცედენტო პირობებს – თქვა ხათუნა ლაგაზიძემ.