ეკონომიკა

ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულები კომპენსაციებს მიიღებენ

24 ნოემბერი, 2011 • 1036
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულები კომპენსაციებს მიიღებენ

საქართველოს პარლამენტში, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილებების წარმოდგენისას “ქრისტიან-დემოკრატული მოძრაობის” წევრმა  გიორგი ახვლედიანმა და “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა  გიორგი ცაგარეიშვილმა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებული ფერმერებისათვის კომპენსაციის გადახდის საკითხი დააყენეს.

„ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის პროგრამით დაზარალებული ფერმერებისთვის კომპენსაციები სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსდება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტის განხილვისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, არსებობს სარეზერვო ფონდები და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კონპენსაციები აუცილებლად დაფინანსდება.

„უნდა მოხდეს მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით დათვლა, რა ზარალი განიცადეს ფერმერებმა და თანხის გადახდა მხოლოდ ამის შემდეგ  დაიწყება,“– განაცხადა გვინდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი