ეკონომიკა

შვედეთის სტატისტიკის მისია საქსტატში

15 ნოემბერი, 2011 • 1047
შვედეთის სტატისტიკის მისია საქსტატში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 14–18 ნოემბერს საქსტატს ერთდროულად შვედეთის სტატისტიკის ორი მისია ეწვია.
შვედი ექსპერტების ერთი ჯგუფი ბიზნეს–სტატისტიკის სამმართველოში, ხოლო მეორე ინფორმაციული ტენოლოგიების სამმართველოში იმუშავებს.

კვირის განმავლობაში შვედი სტატისტიკოსები გაეცნობიან ბიზნეს–რეგისტრის  მუშაობის მეთოდებს,  შერჩევის საკითხებს, წონებისა და დაანგარისების მეთოდოლოგიას. გაეცნობიან ამ დარგში არსებულ პრობლემებს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს მათ აღმოსაფხვრელად. ხოლო მეორე მისია იმუშავებს  ინფორმაციული ტექნოლოგიის სამმართველოსთან, სადაც შემუშავდება საქსტატის IT სტრატეგია.

საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი