ეკონომიკა

საქართველოდან ოქრო და ძვირფასი ლითონები 10 ქვეყანაში გავიდა

24 ოქტომბერი, 2011 • 1456
საქართველოდან ოქრო და ძვირფასი ლითონები 10 ქვეყანაში გავიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან 2011 წლის იანვარ– აგვისტოში ოქროსა და ძვირფასი ლითონების და სხვა პროდუქციის  ექსპორტმა ჯამში 1 371 058,3 აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტში ოქროს და ძვირფასი ლითონების წილი 5,9 პროცენტია.  საქართველოდან ოქრო და ძვირფასი ლითონები 10 ქვეყანაში გავიდა. მხოლოდ ოქროს და ძვირფასი ლითონების  ექსპორტის მოცულობამ 81 403,8  ათასი აშშ დოლარი შედაგინა, რაც 62 462 კილოგრამს შეადგენს.

ყველაზე დიდი მოცულობით ოქროს და ძვირაფსი ლითონების ექსპორტი კანადაში განხორციელდა და 77 538,0 ათასი აშშ დოალრი შედაგინა. ძვირფასი  ლითონების ექსპორტის კუთხით მეორე ადგიზე იტალიაა, სადაც ექპორტის მოცულობან 1 620.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ხილო მესამე ადგილზეა– თურქეთი, 965 ათასი აშშ დოლარი.

საქართველოდან ოქრო და ძვირფასი ლითონები გავიდა, ასევე, იაპონიაში, აშშ–ში, გერმანიაში, ლიტვაში, ბელგიაში, ლიტვაში და გაერთიანებულ სამეფოში.  სტატისტკის თანახმად, 2010 წელს საქართველოდან ოქროს, ძვირფასი ლითონებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტმა 1 575 067,4 ათასი აშშ დოლარი შედგინა. ოქროს და ძვირფასი ლითონების წილი ექსპორტში 5,6 პროცენტია. 2010 წელს საქართველოდან ოქროს და ძვირფასი ლითონების ექსპორტი ხუთ ქვეყანაში ხორციელდებოდა. 2010 წელსაც ექსპორტის კუთხით კანადა ლიდერობდა (85 488,3 აშშ დოლარი) , მეორე ადგილზეა იტალია (1,222,2 აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე– თურქეთი (538,6 აშშ დოლარი). მეოთხეზე– აშშ (17,5 აშშ დოლარი) და მეხუთეზე –გერმანია (10,6 აშშ დოლარი).

მასალების გადაბეჭდვის წესი