ეკონომიკა

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2012 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

20 ოქტომბერი, 2011 • 1167
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2012 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

 

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ 2012 წლის ბიუჯეტი წარადგინა.
მინისტრის განცხადებით, 2012 წლის ბიუჯეტის მთავარი  პრიორიტეტი ჯანდაცვა, თავდაცვა და განათლების სექტორი იქნება. „2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 323 მილიონი ლარით გაიზრდება და 7 მილიარდ 623 მილიონი ლარი გახდება. ბიუჯეტის ზრდას, ძირითადად, საგადასახადო შემოსავლები განაპირობებს. გარდა ამისა, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3 მილიარდი ლარით იზრდება და საბიუჯეტო პროგნოზი 26 მილიარდ ლარზე ოდნავ მეტი იქნება. 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა ნავარაუდევია 5,5%ით, ინფლაცია კი 6% იქნება“– გაანცხადა ფიანნასთა მინისტრმა საფინანასო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

 

2012 წელს სამინისტროების დაფინანსება, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შემდეგია: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.722 მლრდ ლარი (2011 წ – 1.692 მლრდ ლარი); თავდაცვის სამინისტრო – 690 მლნ ლარი (2011 წ – 660 მლნ ლარი; 2010 წ – 728 მლნ ლარი); შინაგან საქმეთა სამინისტრო – 584 მლნ ლარი (2011 წ – 566 მლნ ლარი; 2010 წ – 549.2 მლნ ლარი);ფინანსთა სამინისტრო  – 111.7 მლნ ლარი (2011 წ – 204.7 მლნ ლარი);ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 80.3 მლნ ლარი (2011 წ – 106.3 მლნ ლარი);რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 914.7 მლნ ლარი (2011 წ – 879.1 მლნ ლარი);ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო  – 369.3 მლნ ლარი (2011 წ – 216 მლნ ლარი);იუსტიციის სამინისტრო – 74 მლნ ლარი (2011 წ – 70.7 მლნ ლარი);სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 120 მლნ ლარი  (2011 წ – 106.5 მლნ ლარი);საგარეო საქმეთა სამინისტრო – 76 მლნ ლარი (2011 წ – 73.2 მლნ ლარი);განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 560 მლნ ლარი (2011 წ – 555 მლნ ლარი);კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 55 მლნ ლარი (2011 წ – 55.6 მლნ ლარი);სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  35.5 მლნ ლარი (2011 წ – 35 მლნ ლარი); სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 69.8 მლნ ლარი (2011 წ – 79.9 მლნ ლარი);გარემოს დაცვის სამინისტრო – 14 მლნ ლარი (2011 წ – 13.9 მლნ ლარი);ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 31.8 მლნ ლარი (2011 წ – 40.7 მლნ ლარი);რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.2 მლნ ლარი (2011 წ – 1.2 მლნ ლარი);ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2. მლნ ლარი (2011 წ – 1.6  მლნ ლარი);დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  800 ათასი ლარი (2011 წ – 788 ათასი ლარი).

კრიტიკული შენიშვნები 2012 წლის ბიუჯეტის შესაეხებ  საპარლამენტო უმციერსობის წევრებმა დააფიქსირეს.  „ქრისტიან–დემოკრატი“ გიორგი ახვლედიანის შფასებით, 2012  წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები თავდაცვა, რადგან ამ სამინისტროს  დაფინანსება 50 მილიონი ლარით იზრდება. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით  2012 წლის ბიუჯეტი პიარაქციებზეა მორგებული. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი, მისი თქმით, „სოფლის გზის მოხრეშვა არ არის პიარაქცია, რადგან ამ სოფლის მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილება სჭირდება.“

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გაფართოებულ სხდომას მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე და განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი ესწრებოდნენ. საფინასო საბიუჯეტო კომიტეტის  სხდომაზე საბოლოოდ უნდა შემუშავდეს ბიუჯეტის პროექტზე დასკვნა, რომელიც პროცედურის თანახმად  პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს. დავით ბაქრაძემ ბიუჯეტის პროექტი გაწერილი  ვადების თანახმად მთავრობას 22 ოქტომბრამდე გადასამუშავებლად უნდა დაუბრუნოს.  ბიუჯეტის პროექტის პირველადი განხილვის ბოლო ვადა დღეს იწურება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი