ეკონომიკა

”თბილღვინომ” 1.5 მილიონი დოლარის კრედიტი აიღო

4 ოქტომბერი, 2011 • • 990
”თბილღვინომ” 1.5 მილიონი დოლარის კრედიტი აიღო

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ( მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა) ხელი მოაწერა 1,5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას ქართული ღვინის მწარმოებელთან და ექსპორტიორთან ”თბილღვინოსთან”, რაც უზრუნველყოფს სოფლად მცირე ფერმერებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას.

სესხი ნაწილია კომპანიის 3– მილიონიანი საინვესტიციო პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების გაფართოებას, პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებას და კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. იგი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას და გაზრდის ექსპორტის პოტენციალს.

’’`თბილღვინოს ახალი საინვესტიციო პროგრამის განხორციელება დაეხმარება ჩვენს კომპანიას შემდგომი განვითარების ეტაპებზე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ინვესტიაცია მნიშვნელოვანია ჩვენი გეგმების განხორციელებისათვის. კერძოდ კი, მისი დახმარებით ჩვენ შევძლებთ გავაფართოვოთ ჩვენი საექსპორტო გაყიდვების არეალი. ასევე ვგეგმავთ საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას, მუდმივად მზარდი მოთხოვნების პირობებში. გარდა ამისა, აღნიშნული ინვესტიცია დადებით შედეგებს მოიტანს ხარისხის კონტროლისა და მართვის კუთხით.” განაცხადა თბილღვინოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერის შედეგად, ღვინის მწარმოებელი კომპანია კახეთის რეგიონში მოაწყობს ყურძნის პირველადი გადამუშავების საწარმოს, რითაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას სოფლად. პირველი ინვესტიცია საქართველოს ღვინის სექტორში ასევე ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში ფერმერთა შემოსავლების ზრდას.

’’სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სექტორია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რამდენადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული” -განაცხადა საერთაშორისო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, დიმიტრის ციცირაგოსმა. ’’ ამ ინვესტიციით ჩვენ მიზნად ვისახავთ,  მხარი დავუჭიროთ საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც ღვინის წარმოების დიდი ისტორია აქვს, გაზარდოს თავისი ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის მოცულობა და ამ სფეროში თავისი კონკურენტული უპირატესობის რეალიზება მოახდინოს”-ამბობს ციციგაროსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი