ეკონომიკა

სავალუტო ფონდის მისია პირველ შეხვედრას მართავს

4 ოქტომბერი, 2011 • 1057
სავალუტო ფონდის მისია პირველ შეხვედრას მართავს

სავალუტო ფონდსა და ქართულ მხარეს შორის  პირველი შეხვედრა დღეს ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს. ფონდის დელეგაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ეროვნული ბანკის და ფინანსტა სამინისტროს წარმომადგენლებს ერთობლივად ხვდება.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი 4 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისიის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტატისტიკის სისტემის  (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი) შეფასება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები გაეცნობიან ეროვნული ანგარიშების, ფასების სტატისტიკის, ფისკალური და მონეტარული სტატისტიკის და საგადასახადო ბალანსის წარმოების პრაქტიკას და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებთან მისი შესაბამისობის ხარისხს.

მისიის შედეგების მიხედვით, მომზადდება მოხსენება, რომელიც  განთავსდება სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.  მოხსენებაში შეფასებული იქნება საქართველოს სტატისტიკური სისტემის მდგომარეობა და მომზადდება სპეციალური რეკომენდაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი