ეკონომიკა

სექტემბრის ინფლაციაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წილი ყველაზე მაღალია

4 ოქტომბერი, 2011 • 1201
სექტემბრის ინფლაციაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წილი ყველაზე მაღალია

2011 წლის სექტემბერში სექტემბეში საშუალო ინფლაციის დონე საქართველოში კვლავ ორნიშნაა და 10.9 პროცენტია.

სექტემბრის თვის ინფლაციაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წილი ყველაზე მაღალია და 0,46 პროცენტს შეადგენს. ინფლაციის წილში მეორე ადგილზეა საცხოვრებელზე, წყალზე, ელ.ენერგიაზე  და აირზე გაწეული ხარჯები . ამ სეგმენტის წილი ინფლაციაში 0,07 პროცენტია.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი  გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: გასულ თვესთან  შედარებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1,1 პროცენტით გაძვირდა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული, ბაღჩეული,კარტოფილი და სხვა ბოლქვოვანები (51 პროცენტით), რძე, ყველი და კვერცხი (2,5 პროცენტით), თევზეული (1,1 პროცენტით).

ფასების შემცირება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფებზე (4,3 პროცენტი).

მოცემულ პერიოდში სასტუმროების და კაფეეების მომსახურების ფასები გაიზარდა 2,2 პროცენტით. ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა.  რესტორნების მომსახურებაზე ფასები 2,8 პროცენტით გაიზარდა.

არსებული სტატისტიკით, საშუალო ინფლაციის დონე საქართველოში ყველაზე მაღალი 2011 წლის მაისში იყო და 13,6 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი