ეკონომიკა

დეპოზიტების დოლარიზაცია 67.4 პროცენტია

30 სექტემბერი, 2011 •
დეპოზიტების  დოლარიზაცია  67.4  პროცენტია

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე, გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი სექტემბრისათვის 5.3 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 265.4 მლნ ლარით ანუ 5.3 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების ზრდას 227.7 მლნ ლარით ანუ 11.9 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების მატებას 34.9 მლნ ლარით ანუ 1.2 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 67.4 პროცენტი შეადგინა – 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.7 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  8.4 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 74.5 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 18.9 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი