ეკონომიკა

საქართველოს საგარეო ვაჭრობის სალდო უარყოფითია

28 სექტემბერი, 2011 • 1158
საქართველოს საგარეო ვაჭრობის სალდო უარყოფითია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ–აგვისტოში საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 1 317,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი= 4 315,7 მილიონი აშშ დოლარი. საგარეო სავჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა 5 686,7   მილიონ აშშ დოლარი შედგინა. საგარეო ვაჭრობის სალდო კვლავ უარყოფითია და 2 944,6 მილიონ დოლარს შეადგენს.  იმპორტის მაჩვენებელი ქვეყანაში ყველაზე დაბალი  2011 წლის იანვარში იყო. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2011 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. რაც შეეხება ექსპორტს –ყველაზე მეტი რაოდენობის პროდუქტი ქვეყნიდან 2011 წლის მაისში გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი