2011 წლის 28 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2- წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  სამმა  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ 28 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.970%-ით, მაქსიმალური 10.780%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 10.093%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 10% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *