ეკონომიკა

ნავთობი საბერძნეთის კრიზისმა გააძვირა

28 სექტემბერი, 2011 • 936
ნავთობი საბერძნეთის კრიზისმა გააძვირა

მსოფლიო ფასები ნავთობზე, 2011 წლის 28 სექტემბრის მონაცემებით, საბერძნეთის კრიზისის ფონზე გაიზარდა.

ნავთობის ოფიციალური ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 4,21 დოლარით გაძვირდა და ბარელზე 84,45 დოლარს გაუტოლდა.

ოფიცილური ფასი ბრენტის ტიპის ნავთობზე 3,20 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 107,14 დოლარი შედგინა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 27 სექტემბერს ბერლინში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელს გეორგის პაპანდრეუს შეხვდა. მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია საბერძნეთს გადაუდებელ დახმარებას გაუწევს. საბერძნეთის პრემიერმა კი, თავის მხრივ, აღებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა იკისრა.

ამასთან საბერძნეთის პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა. მთავრობამ უძრავი ქონების გადასახადი შემოიღო. საბერძნეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გადასახადის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ხაზინაში 2 მილიარდი ევრო მოხვდება. აღნიშნული თანხა ბიუჯეტის სტაბილიზაციაზე დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი