ეკონომიკა

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 21 ლარით გაიზარდა

27 სექტემბერი, 2011 • 1035
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 21 ლარით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის აგვისტოს მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 155 ლარი შეადგინა. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 137,3 ლარია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი– 260.1 ლარი..

2011 წლის აგვისტოში ერთსულაინი ოჯახის საარსებო მინიმუმმა 137,3 ლარი შეადგინა, ორსულიანის–219,7 ლარი,სამსულიანის– 247,2 ლარი, ოთხსულიანის– 274,6 ლარი, ხუთსულიანის–309,0ლარი, ექვსსულიანი და მეტი– 365,3 ლარი.

2010 წლის  შესაბამისი პერიოდის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამამაკაცის საარსებო მინიმუმი 134,0 ლარს შეადგენდა. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი– 118,6 ლარს, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი– 236,3 ლარს.

საქსტატის მონაცემებით, 2010 წლის აგვისტოსი ერსულიანი ოჯახის  საარსებო მინიმუმი 118,6 ლარი იყო, ორსულიანის– 199,6 ლარი, სამსულიანის– 213,6 ლარი, ოთხსულიანის 237,3 ლარი, ოთხსულიანის– 237,3 ლარი, ხუთსულიანის –280,7 ლარი, ექვსულიანის და მეტის– 331,9 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი