ეკონომიკა

საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარი იზრდება

26 სექტემბერი, 2011 • 1157
საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარი იზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკის 2011 წლის ორი კვარტლის მონაცემებით,  მიკროსაფინანსო ბაზარზე 58 ორგანიზაცია საქმიანობს. ორგანიზაციების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ არის გაზრდილი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, 2011 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, მცირე მეწარმეებსა და ინდმეწარმეთა ჯგუფებზე 272 633 121 ლარის ოდენობის სესხი გასცეს.  მიღებული სესხების დინამიკის  მიხედვით, ვაჭრობის და მომსახურების სფერო ლიდერობს. ამ სეგმენტში 32 091  სესხი გაიცა, რომელთა მოცულობამაც 80 085 205 ლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა, ამ სფეროში გაცემული სესხების რაოდენობამ  64 118 ერთეული შეადგინა, ხოლო ფულად გამოსახულებაში 79 145 428 ლარი. მიკროსაფინანასო ორგანიზაციების სამიზნედ 2011 წელს ტურიზმის სექტორი იქცა. ამ სეგმენტისთვის 9 195 ერთეული სესხი გაიცა, რომლის მოცულობამაც 12 645 721 ლარი შეადგინა.  მიკროსაფინანსო  ორგანიზაციებისათვის აქტუალურია სამომხმარებლო სესხების სეგმენტიც. 2011 წლის 6 თვეში 54 546 სესხი გაიცა, რაც ფულად გამოსახულებაში 68 956 990 ლარია.  მეხუთე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალებების  შესაძენად გაცემული სესხები– 2 573 ერთეული, რაც ფულად გამოსახულებაში 4 711 446 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი