ეკონომიკა

გაყიდვებში სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს

26 სექტემბერი, 2011 • 1084
გაყიდვებში სამედიცინო  დაზღვევა  ლიდერობს

საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ  მონაცემებს აქვეყნებს.

2011 წლის ექვსი თვის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე მოზიდული პრემიების რაოდენობით ლიდერის პოზიცია სს“სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგს’’ უჭირავს (მოზიდული პრემია 33 577 360 ლარი),   მეორე ადგილზეა სს“ ალდაგი ბისიაი“ (31 825 004 ლარი), მესამეზე სს ’’იმედი L’’(28 462 150 ლარი). დანარჩენი პოზიციები კი მოზიდული პრემიების მიხედვით ასე ნაწილდება:  შპს „ალფა“ – 22 193 658 ლარი, შპს „აი სი ჯგუფი“ – 17 869 781 ლარი,  შპს„ირაო“ 14 416 090 ლარი,  შპს  „უნისონი“– 12 623 726 ლარი , შპს „ქართუ“ 9 346 770 ლარი, შპს „ვესტი“  3 896 878 ლარი, სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“– 3 553 062 ლარი, შპს „ტაო“ – 3 005 042 ლარი , შპს „პარტნიორი“– 2 313 667 ლარი, შპს „პსპ დაზღვევა“– 2 232 432 ლარი , შპს „არდი ჯგუფი“– 1 461 432 ლარი  შპს „ჩარტის ევროპის ფილიალი“– 846 020 ლარი, შპს „სტანდარტ დაზღვევა საქართველო– 566 194 ლარი.“ 2011 წელს  სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯამში  მოზიდულმა პრემიის მოცულობამ 188 189 266 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურას, კომპანიებს ბაზარზე 18 სახეობის პროდუქტი გამოაქვთ. დაზღვევის სახეობების მიხედვით, მოზიდული პრემიებით სამედიცინო (ჯანმრთელობის დაზღვევა) ლიდერობს. მისი წილი 63,77 პროცენტია.  მეორე ადგილზეა– სიცოცხლის დაზღვევა 3,96 პროცენტი, მესამეზე კი სახმელეთო და სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 14 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი