“სულ რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო თეატრმა მოხსნა სპექტაკლი იმის გამო, რომ რეჟისორი თავის სუბიექტურ პოლიტიკურ აზრს გამოხატავს და თეატრი არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ეს მოხდესო. ეს არის უკვე დასასრულის დასაწყისი კი არა, დასასრულის დასასრული”, – განაცხადა მსახიობმა ნინო კასრაძემ 8 თებერვალს სიტყვით გამოსვლისას. ის ერთ-ერთი იყო ექსპო ჯორჯიაში გამართული ფორუმის გამომსვლელებიდან.
“როგორ საქართველოში მინდა ცხოვრება?”- ეს იყო კითხვა რომლის ირგვლივაც ფორუმის სპიკერები საუბრობდნენ ფართომასშტაბიან ფორუმზე, რომელიც “თავისუფლების მოედნის” ორგანიზებით გაიმართა და რომლის სახელწოდებაც იყო “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება – საქართველოს გულისთვის”.
ნინო კასრაძემ თავის სიტყვაში ისაუბრა იმ რეპრესიებზე, რომლის ფონზეც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს უწევთ ბრძოლა.
გთავაზობთ მის სიტყვას სრულად:








