კინოხელოვნება

მისრაკის შავი ოპტიმიზმი

28 იანვარი, 2010 • • 1774
მისრაკის შავი ოპტიმიზმი
მუსიკალური ხელოვნებას პარიზში სწავლობდა, თუმცა კლასიკური სწავლების პარალელურად ჯაზით და პოპულარული სიმღერების წერითაც იყო დაინტერესებული. მეორე მსოფლიო ომის დროს იძულებული გახდა არგენტინაში გამგზავრებულიყო, შემდეგ კი ამერიკაში, ჰოლივუდში, სადაც ჯაზის პიანისტმა და ჰიტების ავტორმა კინოს კომპოზიტორის სახელი დაიმკვიდრა და ოკეანის ორივე მხარეს განაგრძო აქტიური მოღვაწეობა. 
ის 130 ფილმის კომპოზიტორია. თანამშრომლობდა ორსონ უელსთან („მისტერ არკადინი“ 1955), როჟე ვადიმთან („და ღმერთმა შექმნა ქალი“ 1956), ჟან-ლუკ გოდართან („ალფავილი“ 1965), ჟაკ ბეკერთან („შეყვარებულები მონპარნასიდან“ 1958)კლოდ შაბროლთან („ბიძაშვილები“ 1959)… იყო ჟან რენუარის ყველა ამერიკული ფილმის მუსიკის ავტორი. კინოში მოღვაწეობას თავი 1984 წელს დაანება, თუმცა, სატელევიზიო პროექტებში თითქმის ცხოვრების ბოლომდე  იღებდა მონაწილეობას. 
ჰოლივუდამდე მისრაკის დიდი პოპულარობა 1934 წელს შეთხზულმა სიმღერამ მოუტანა: „ყველაფერი ძალიან კარგად არის“(Tout va tres bien). სიმღერა თავისი დროის ჰიტად იქცა, ხოლო მოგვიანებით, საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში შექმნილი ანტიფაშისტური  კომიკური სიმღერების სატირიკულ და ალეგორიულ პათოსთან მსგავსების გამო განსაკუთრებით აქტუალური  ჟღერადობა შეიძინა. „ყველაფერ კარგად არის“ ქალბატონ მარკიზაზე მოგვითხრობს. სახლში 15 დღიანი არყოფნის შემდეგ სატელეფონო საუბრებში მოახლეები მას თანმიმდევრობით აცნობენ თუ რა საშინელებები მოხდა მარკიზას თავს და ყოველი ახალი ამბის შემდეგ იმეორებენ „ყველაფერი კარგად არის“:
ყველაფერი კარგად არის, გარდა იმისა, რომ ცხენი მოუკვდა, 
ყველაფერი კარგად არის, გარდა იმისა, რომ თავლას ცეცხლი წაეკიდა,
ყველაფერი კარგად არის, გარდა იმისა, რომ შატო დაიწვა,
ყველაფერი კარგად არის, გარდა იმისა, რომ მეუღლემ თავი მოიკლა…

მასალების გადაბეჭდვის წესი