26 სექტემბერს, ფესტივალის სასემინარო პროგრამის ფარგლებში, მაიკლ კონრადი წარადგენს კრეატიული პროდუქტის შეფასებისთავის „7+ to Heaven“ თეორიას.
2007 წელს კონრადმა დააფუძნა ბერლინის კრეატიული ლიდერობის სკოლა, რომელიც მსოფლიო საკომუნიკაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება.
თავის გამოსვლაში მაიკლ კონრადი ისაუბრებს წარმატებულ კონკურენციაზე, არსებულ ტანდარტებზე, საკუთარი საქმისადმი მიდგომის პერიოდული გადახედვის მნიშვნელობასა და ლიდერული ჩვევების განვითარებაზე.
იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ მოვლენა, დარეგისტრიდით ფესტივალის საიტზე და გაირეთ აკრედიტაცია: www.adblacksea.com
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ფესტივალში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: pr@adblacksea.com (Elena)
ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2015 წლის 24-27 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის მონაწილეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად რეკლამის სპეციალისტები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ჩამოვლენ.
