შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს 16  ბიბოი (ბრეიქდანსის მოცეკვავე) მსოფლიოს 14 ქვეყნიდან. ერთი-ერთზე ორთაბრძოლების შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც გაემგზავრება ქალაქ რომში Red Bull BC One მსოფლიო ფინალზე.

 

Red Bull BC One მსოფლიოში უკვე 12 წელია, საქართველოში კი 2011 წლიდან ტარდება. ამ პერიოდის მანძილზე თბილისში მსაჯების სტატუსით იმყოფებოდნენ მსოფლიო ჩემპიონები და ბრეიქდანსის ლეგენდები: Lilou, Cico, Roxrite, Mounir, Ronnie, ასევე Airdit, Yan The Shrimp, Slav. როგორც ფინალის ორგანიზატორები აცხადებენ, აღმოსავლეთ ევროპის ფინალის მსაჯებიც ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები: Lilou, Mounir, Pelezinho იქნებიან და ისინი დაასახელებენ გამარჯვებულს, რომელსაც მიეცემა შანსი გამოავლინოს თავისი ნიჭი და შესაძლებლობები 14 ნოემბერს, რომში, Red Bull BC One 2015-ის მსოფლიო ფინალზე.

Red Bull BC One: ბრეიქდანსის ჩემპიონატი

 

შეჯიბრში მონაწილეებას მიიღებენ: B-Boy Quattro J (აზერბაიჯანი), B-Boy Pioneer (საქართველო), B-Boy Booble (სომხეთი), B-Boy Killa Kolya (ყაზახეთი), B-Boy Onel (საბერძნეთი), B-Boy Miniboj Killa (სლოვაკეთი), B-Boy Jester (თურქეთი), B-girl Queen Mary (ბულგარეთი), B-Boy Naki (სლოვენია),  B-Boy Lux de Lux (ხორვატია), B-Boy Padre (სერბეთი), B-Boy Robin (უკრაინა), B-Boy Uzee Rock (უკრაინა), B-Boy Stany The Game (რუსეთი), B-Boy Gun (რუსეთი), B-Boy Marius (რუმინეთი).

 

წელს, Red Bull BC One-ის ისტორიაში პირველად, ფინალში მონაწილეობას გოგო მოცეკვავე – Queen Marry მიიღებს ბულგარეთიდან.

 

მსაჯები: Mounir (საფრანგეთი) – Red Bull BC One 2012-ის გამარჯვებული, Lilou (საფრანგეთი) – Red Bull BC OneAll Stars-ის წევრი, Red Bull BC One 2005 და 2009-ის გამარჯვებული, Pelezinho (ბრაზილია) – Red Bull BC OneAll Stars-ის წევრი. 

 

მუსიკალურად საღამოს DJ Scream (უკრაინა) გააფორმებს, ხოლო სპეციალური ნომრებით ჯგუფი „ეგარი“ და BMX-ის რაიდერი ვიკი გომესი წარდგებიან მაყურებლის წინაშე. 

 

ღონისძიების ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის ცირკის სალაროებში ან ვებგვერდზე  www.biletebi.ge

 

ლაივ ტრანსლაცია თბილისის ცირკიდან 5 სექტემბერს, 21:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა; ან ვებგვერდზე www.redbullbcone.com

Red Bull BC One: ბრეიქდანსის ჩემპიონატის აღმოსავლეთ ევროპის ფინალი თბილისში

September kicks off with the Eastern Europe Final: win.gs/EEF2015

Posted by Red Bull BC One on Thursday, 6 August 2015

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *