მწერალი უილიამ ბოიდი “გარდიანს” ეუბნება, რომ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი ინგლისურ ენაზე წელს დაბეჭდილ სამ ყველაზე საინტერესო წიგნს შორისაა, რომლებიც წელს გამოიცა.
მისი შესაფასებით, “კვაჭი კვაჭანტირაძე” მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის გესლიანი ირონიით დაწერილი შედევრია. ის სკაბრეზული და ემოციური ისტორიაა თაღლითისა, რომელიც სტალინის რუსეთში ცხოვრობს.
Dalkey Archive Prss-ის ცნობით, მიხეილ ჯავახიშვილის რომანი ინგლისურ ენაზე 2015 წელს გამოსცა, ხოლო თარგმანი დონალდ რეიფილს ეკუთვნის.
კვაჭი კვაჭანტირაძე არ არის პირველი რომანი, რომელიც გამომცემლობამ გამოსცა. სერია “ქართული ლიტერატურა”, რომლის მიზანია ინგლისურენოვანი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ქართული ლიტერატურა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.