ხელოვნება

დაარქივებული მეორე დღე: Tbilisi Open Air 2015 გრძელდება [ფოტო]

5 ივლისი, 2015 • 2332
დაარქივებული მეორე დღე: Tbilisi Open Air 2015 გრძელდება [ფოტო]

მეორე დღის მუსიკალური განრიგი ფესტივალის მეორე სცენიდან დაიწყო. Golden Stage-ზე Green Room და დათო ლომიძე ავიდნენ. სფეროსებური თეთრი კარვის ქვეშ შეკრებილი ფესტივალის სტუმრები ნაცნობ სიმღერებს ბენდის ფრონტმენთან ერთად მღეროდნენ.

Green Room-ის შემდეგ გამოჩნდნენ ერეკლე დეისაძე და Vinda Folio. მუსიკოსის რამდენიმე ცნობილ ჰიტს მსმენელი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა და არც ეკოსთან ერთად სიმღერაზე უთქვამთ უარი. სცენიდან ჩამოსულ ერეკლეს ბექსთეიჯებში გადავწყდი. დაღლილი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ჩანდა.

“წინა წლებში არ მაფასებდნენ. აი, დამაფასეს, როგორც იქნა, და მეც მოვედი,” – ამბობს ხუმრობით – “მთავარია, რომ ხალხის სიყვარულს ვგრძნობთ, მთავარია, რომ მათ მოსწონთ, რასაც ვაკეთებთ და სწორედ ისინი გვაფასებენ. სიმართლე თუ გაინტერესებთ, არც დაფასება მადარდებს, ჩემთვის მთავარია ის დიალოგი, რომელიც ჩემსა და ჩემს მსმენელს შორის იმართება. თითქოს უსიტყვოა ეს დიალოგი, მაგრამ სწორედ მუსიკის ენა გვაახლოებს,”- ამბობს ერეკლე.

დეისაძის თქმით, კარგი იქნება, თუ ქართული მუსიკალური ფესტივალები ქართველ მუსიკოსებზე იქნება ორიენტირებული. ფესტივალის ორგანიზატორი აჩიკო გულედანი კი ამბობს, რომ Tbilisi open Air სწორედ რომ ადგილობრივი შემსრულებლების პოპულარიზაციას ისახავს ერთ-ერთ მთავარ მიზნად. გულედანი პირველი დღის შემდეგ უკვე დადებითად აფასებს ფესტივალის მიმდინარე პროცესს.

“გუშინ სხვა იყო. დღეს კიდევ უფრო განსხვავებული ატმოსფეროა. თითქოს უფრო მსუბუქი. ბედნიერი სახეების ყურება და ყველასათვის კიდევ ერთხელ იმის დამტკიცება, რომ მუსიკა ათავისუფლებს, ალბათ არასოდეს მომბეზრდება,”- ამბობს აჩიკო გულედანი.

შემსუბუქებაზე, თბილისზე, როკსტარებსა და გამოცდებზე უმღერეს ფესტივალს ჯგუფის “არა” წევრებმა. ჯგუფის სოლისტის, ზურა ჯავახიას თქმით, ეს “არას” ბოლო შესრულება იყო. ბენდი პოპულარობის ყველაზე აღსანიშნავ დროს არებობას წყვეტს.

“ჰო, აი, ასე მოხდა… ერთ დღეს ყველას გაგვიჩნდა ეს აზრი თავში. ვერ გეტყვით, რომ მოგვწყინდა ან დავიღალეთ. უბრალოდ, ასე გადავწყვიტეთ,”- ამბობს ჯავახია. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ რაღაც დროის შემდეგ მუსიკოსებს კვლავ გაუჩნდეთ ერთად მუშაობის სურვილი. მაგრამ ამჟამად ისინი დამოუკიდებელი პროექტებით აგრძელებენ მოღვაწეობას ქართულ მუსიკალურ სივრცეში.

ამის შემდეგ ფესტივალმა მთავარი სცენისაკენ გადაინაცვლა ჩვეული გრძელი Sound Check-ით. რამდენიმე ცნობილი სიმღერის cover ვერსია შეასრულა ჯგუფმა Contact, რომელთა გამოსვლით გაოცებული არავინ ჩანდა. შემდეგ იყო ასევე ქართული ბენდი The Mins. რამდენიმე მუსიკალური ჟანრის ქიმიური ნაერთით, რომელმაც მაყურებლის აყოლიება მოახერხა. The Black Marrows-ის გამოსვლის დროს კი ბარებში გახიზნულმა მელომანებმა კვლავ აქტიურად დაიწყეს მთავარი სცენის წინ შეკრება.

სცენაზე ასევე, გამოვიდა გასული წლის newcomer-ის წოდების მფლობელი ბენდი Gravity. მათ მსმენელისათვის უკვე კარგად ნაცნობი რამდენიმე კომპოზიცია შეასრულეს. დასასრულს კი ჯგუფ Pulse-სთან სპეციალურად Open Air-სათვის დაწერილი ახალი სიმღერა, Fight for your Rights შესთავაზეს აუდიტორიას. როგორც ბენდის სოლისტი, ნინუცა გაბუნია ამბობს, სიმღერის იდეა მოულოდნელად ფესტივალის სამზადისში, რეპეტიის დროს დაიბადა.

Soap&Skin – მუსიკის, განათებისა და თავად მუსიკოსის ექსტრავაგანტული სასცენო დადგმის ნაზავი მაყურებლის გულწრფელი ემოციის გარეშე არ დარჩენილა. ანა ბოლოს თავადვე ჩამოვიდა სცენიდან და წინა რიგებში შეკრებილ მსმენელს ხელი ჩამოართვა. Soap&Skin ავსტრიელი მუსიკოსის ანა ფლაგის მუსიკალური პროექტია. ფლაგი 2006 წლიდან წერს მუსიკას და თავადვე ასრულებს.

ფესტივალის მეორე დღის კულმინაციური ნაწილი კი სცენაზე ბრიტანული ბენდის Archive გამოჩენა გახდა. დაახლოებით 1-საათიან შოუს მუსიკასთან ერთად გამორჩეული ვიზუალური გაფორმებაც ამშვენებდა. ბენდს თითქმის 20-წლიანი არსებობის მანძილზე 10 სტუდიური ალბომის აქვს ჩაწერილი. ეს მათი პირველი კონცერტია საქართველოში. კონცერტის დასასრულს კმაყოფილი იყო როგორც მსმენელი, ისე მუსიკოსები.

ფესტივალის მეორე დღესაც სტუმრების დიდი ნაწილისათვის ლუდის ფასი არ არის  მისაღები, ის არც საკმარისაც გრილია. დღის ბოლოს მდელო სასვეა ნარჩენებით – ჩიფსების პარკები, ლუდის ქილები, წყლის ბოთლები ყველგანაა მიმოფენილი. ფესტივალზე მოსულთა უმეტესობას ნარჩენების დაბლა დაყრა ან არ აწუხებს, ან არასაკმარის ნაგვის ურნებს იმიზეზებს.

“ძალიან შორსაა ეს ნაგვის ურნები და თან სულ რამდენიმეა. იქამდე მისვლა მეზარება,”- მითხრა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, როდესაც ლუდის ქილა სცენის მოშორებით დამონტაჟებულ ხმის გამაძლიერებლთან მიაგდო.

ბევრი მათგანი ისურვებდა, რომ კემპინგ ზონა უფრო ვრცელი იყოს და მეტ ადამინს ეძლეოდეს ღამით ფესტივალზე კარავში დარჩენის საშუალება, სცენაზე გამომსვლელებს შორის კი პაუზა უფრო ხანმოკლე იყოს.

ფესტივალი დღეს უკვე Black Label Society-სთან შესახვედრად ემზადება.

Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მუსიკოსი ერეკლე დეისაძე. Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
მუსიკოსი ერეკლე დეისაძე. Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
ჯგუფი
ჯგუფი ‘არა’ ბოლოჯერ წარსდგა მსმენელის წინაშე. Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
ჯგუფი The Mins. Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
ჯგუფი The Mins. Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
The Black Marrows. Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
The Black Marrows. Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
ბენდი Gravity. Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
ბენდი Gravity. Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Soap & Skin. Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Soap & Skin. Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Archive - ფესტივალის მეორე დღის მთავარი ჰედლაინერი. Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Archive – ფესტივალის მეორე დღის მთავარი ჰედლაინერი. Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Archive. Tbilisi Open Air 2015 - 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Archive. Tbilisi Open Air 2015 – 04.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი