ხელოვნება

ენერგეტიკის სამინისტროსთან გაზისა და დენის ტარიფის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ

13 მაისი, 2015 •
ენერგეტიკის სამინისტროსთან გაზისა და დენის ტარიფის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ არ გაიზარდოს დენის ტარიფი. ისინი მინისტრ კახა კალაძეს ელოდებიან, რათა სირცხვილის კორიდორში გაატარონ.

 

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა მემანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებას არ დაუშვებს.

 

“ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სრულიად საქართველოს “ქართული ოცნება” დაპირდა, ელექტროენერგიის ტარიფს გაანახევრებდა, თუმცა ახლა რაც ხდება, ეს არის ავტოგოლი საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს ტარიფის ზრდას და საზოგადეობის პროტესტი იქნება”, – განაცხადა ნიკა მემანიშვილმა, რომელიც “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წევრია.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია’ მართავს. 2015 წელი

აქციის მონაწილეები ენერგეტიკის სამინისტროსთან რჩებიან და უწყების წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.

 

აქციას შეუერთდა “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბარათურია, რომელმაც განაცხადა, რომ კახი კალაძეს, მის მოადგილე მარიამ ვალიშვილს და ყაზტრანსგაზის დირექტორ ბიორგი ბენაშვილს აქვთ ინტერესები ენერგეტიკის სფეროში და სურთ, რომ ელექტროენერგისა და ბუნებრივ აირზე ტარიფი გაიზარდოს.

 

მისი თქმით, პროკურატურას მიაწოდა შებაბამისი მასალები და პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო მათ წინააღმდეგ.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია 'ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია' მართავს. 2015 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი