ხელოვნება

Tbilisi JAM! Fest 2015 – როკ-ფესტივალი ძალადობის წინააღმდეგ

31 მარტი, 2015 •
Tbilisi JAM! Fest 2015 – როკ-ფესტივალი ძალადობის წინააღმდეგ

 

 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როკ-ჯგუფები მსოფლიოს 11 ქვეყნიდან. 24 აპრილს მსმენელის წინაშე წარსდგება შვედური ჯგუფი DEAD BY APRIL და THE FADING ისრაელიდან. 25 აპრილს DIARY OF DREAMS გერმანიიდან, ხოლო 26 აპრილს ჯგუფი СЛОТ რუსეთიდან და VADER პოლონეთიდან.


გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობენ: HIGHLAND [აშშ], DJ & VJ INDIAN [თურქეთი], DISMORIAL [Georgia], TAEKKRA [გერმანია]. DUCKTAPE [საქართველო], THE JETBIRD [საქართველო], PERFECT LEGACY [სომხეთი], SILENCE LIES FEAR [აზერბაიჯანი], STORMY ATMOSPHERE [ისრაელი], SCRATCH THE FLOOR [საქართველო], DIVAHAR [სომხეთი], ILLUMINATED [საქართველო]. P.I.LIGHT [საქართველო], NAIRI [სომხეთი] და სხვები.


ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ე.წ. ნონ–სტოპ რეჟიმში გაგრძელდება – დღის 3 საათიდან ღამის 12 საათამდე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ცოცხალი შემსრულებლები, ხოლო ღამის 12 საათიდან დილამდე ფესტივალზე ელექტრონულ მუსიკას მოუსმენენ. 


 

 

ორგანიზატორების შეფასებით, ფესტივალის ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის ”მუსიკალური დედაქალაქი” მოეწყობა გასართობი ზონები, ბაიკერების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, სპორტული შეჯიბრებები და კონკურსები, lounge-ზონა დასასვენებლად და ღამის დისკოთეკები. მსმენელებისთვის მოეწყობა ავტოგრაფ-სესიები ფესტივალში მონაწილე ჯგუფებთან.


გარდა ამისა ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება უფასო, დაცული კემპინგ-ზონა, სადაც მსურველებს ფესტივალის სამივე დღის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა.

  

ფესტივალის ერთ დღეზე დასასწრები ბილეთის ფასია -26 ლარი (კონცერტის დღეებში – 35 ლარი), კომბინირებული ანუ სამი დღის ბილეთის ფასი კი 55 ლარია. მათი შეძენა შესაძლებელია მუსიკალურ მაღაზია “ტიტანში” (ათონელის 29, “მშრალ” ხიდთან), 10 საათიდან 19 საათამდე (კვირას – 17 საათამდე). ელექტრონული ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია შემდეგ ბმულზე


ფესტივალის ორგანიზატორია როკმუსიკის ნაციონალური ასოციაცია RMNA, რომელიც 2007 წელს შეიქმნა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ატარებს კავკასიის რეგიონსა (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) და თურქეთში. 



 

მასალების გადაბეჭდვის წესი