საქართველო პროექტს წელს პირველად უერთდება. “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები მსმენელს ორი ვიოლინოსთვის მომზადებულ ორმაგ კონცერტს შესთავაზებენ. კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
Bach in the Subways ნიუ იორკის მეტროში, ამერიკელი მუსიკოსის, დეილ ჰენდერსონის ვიოლანჩელოსთან ერთად დაიბადა. პროექტი ოფიციალურად მეხუთე წელია იმართება. მასში ამჟამად უკვე 39 ქვეყანა და 129 ქალაქი იღებს მონაწილეობას. მისი მთავარი მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და მუსიკოსების ერთმანეთთან დაახლოებაა.
წელს მსოფლიო იოჰან სებასტიან ბახის დაბადებიდან 330 წლის იუბილეს აღნიშნავს.

