2014 წელს ყველაზე მეტი, 19 პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა, რუსთავის თეატრში- 12, ახმეტელისა და მესხეთის თეატრებში, 10-10 სპექტაკლი. თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი 16 პრემიერით პირველობს საბავშვო და საყმაწვილო თეატრებს შორის.
ყველაზე მეტი სპექტაკლი წლის განმავლობაში თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის რეპერტუარშია – 34, მას მოსდევს მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარი 27 სპექტაკლით.
2014 წელს 15 ქართულმა თეატრმა საზღვარგარეთ, 22 ქვეყანაში 161 წარმოდგენა გამართა. გრიბოედოვისა და მუსიკისა და დრამის თეატრებმა 5-5 წარმოდგენა გამართეს საზღვარგარეთ, მულტი-პულტის თეატრმა -4, მარჯანიშვილისა და ჩრდილების თეატრებმა 3-3.
რაც შეეხება ქვეყნის შიდა გასტროლებს, ყველაზე ხშირად თეატრები გორს (15), ბათუმსა (14) და ქუთაისს (9) ესტუმრნენ. თბილისს 8 თეატრი ესტუმრა.
ყველაზე მეტი გასტროლი თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრმა (9), ცხინვალის თეატრმა (8), მარჯანიშვილის თეატრმა (7), ჭიათურის თეატრმა (7) განახორციელეს.
2014 წლის განმავლობაში საქართველოს 48 თეატრში სულ 3660 წარმოდგენა გაიმართა. ცენტრის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოს 52 თეატრს 423 048 ადამიანი სტუმრობდა. წლის ყველაზე პროდუქტიულ რეჟისორებად სოსო ნემსაძე, ირაკლი გოგია და დიმიტრი ხვთისიაშვილი დასახელდნენ.
ყველაზე მეტჯერ წარმოდგენილ სპექტაკლებს შორისაა ახალციხის თოჯინების თეატრის “ბრიყვი”, ქუთაისის თოჯინების თეატრის “ნაბო”, თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “სამეფო ძროხა” და “წითელქუდა” – თბილისის თოჯინების თეატრი.
ყველაზე პროდუქტიულ ქალ მსახიობად თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ნინო ლორთქიფანიძე დასახელდა 8 როლით, ახმეტელის თეატრის მსახიობი სოფია სებისკვერაძე – 7 როლით.
კაც მსახიობებს შორის ყველაზე პროდუქტიულ მსახიობად ახმეტელის თეატრის მსახიობი გიგი მიგრიაული (9 როლი) და თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკა ნანიტაშვილი მიიჩნიეს.
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა ეფუძნება სტატისტიკური კვლევის მეთოდს. კვლევა ემყარება რაოდენობრივ მაჩვენებლებს.
კვლევა ეფუძნება სახელმწიფო რეგისტრირებული 52 თეატრიდან 48 თეატრის 2014 წლის მონაცემებს. მათ შორის არის 30 სახელმწიფო და 18 კერძო თეატრი.
კვლევაში წარმოდგენილია დედაქალაქის 27 თეატრი და რეგიონის 21 თეატრი. კვლევის მიხედვით, 48 თეატრში 174 სპექტაკლი დაიდგა: თბილისის სახელმწიფო თეატრებში- 79, რეგიონის სახელმწიფო თეატრებში- 76, ხოლო კერძო თეატრებში – 19 სპექტაკლი.
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა კვლევასთან ერთად საუკეთესო სცენური ნამუშევრების რეიტინგი გამოაქვეყნა:
2014 წლის საუკეთესო ქორეოგრაფების სამეული
1. მარიამ ალექსიძე – „გურჯი ხათუნი“, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
2. კოტე ფურცელაძე – „ფსკერზე“, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
3. კახა ბაკურაძე – „ინტრო“, მოძრაობის თეატრი
2014 წლის საუკეთესო სცენოგრაფების ოთხეული
1. ლევან წულაძე, ნინო სურგულაძე – „შეშლილის წერილები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
2. გიორგი უსტიაშვილი, ანანო მოსიძე – „ფსკერზე“, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
3. მირიან შველიძე – „რიჩარდ III“ , თავისუფალი თეატრი
4. თეო კუხიანიძე – „მაკბეტი“, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
2014 წლის საუკეთესო მსახიობ ქალთა ხუთეული
1. ზაზა ლებანიძე – „ასულნი“, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
2. მარინა კახიანი – „ასულნი“, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
3. თეკლა ჯავახაძე – „რომეო და ჯულიეტა“, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
4. კატო კალატოზიშვილი – „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, სამეფო უბნის თეატრი
5. ნინო ჭოლაძე – „მაკბეტი“, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
2014 წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცთა ხუთეული
1. მიშა გომიაშვილი – „საწვავი“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
2. გია აბესალაშვილი – „მაცეკვე ტანგო“, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
3. თორნიკე გოგრიჭიანი – „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, სამეფო უბნის თეატრი
4. გია როინიშვილი – „ანტიგონე“, ილიაუნის თეატრი
5. ბაჩო ჩაჩიბაია – „მაკბეტი“, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
2014 წლის საუკეთესო რეჟისორთა ხუთეული
1. ლევან წულაძე – „შეშლილის წერილები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
2. დავით დოიაშვილი – „ფსკერზე“, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
3. დათა თავაძე – „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, სამეფო უბნის თეატრი
4. გაბრიელ გოშაძე – „ანტიგონე“, ილიაუნის თეატრი
5. იოანე ხუციშვილი – „მაკბეტი“, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
2014 წლის საუკეთესო სპექტაკლების ხუთეული
1. „ფსკერზე“ – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
2. „რიჩარდ III“ – თავისუფალი თეატრი, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი
3. „ტკივილი არის ახალგაზრდობა“ – სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე
4. „მაკბეტი“ – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი ანდრო ენუქიძე,
5. „მაკბეტი“ – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი იოანე ხუციშვილი.