ხელოვნება

პროექტის “ბოლნისი – თანამედროვე ხელოვნების ქალაქი” პრეზენტაცია

3 თებერვალი, 2015 • • 3876
პროექტის “ბოლნისი – თანამედროვე ხელოვნების ქალაქი” პრეზენტაცია

“საუბარი იქნება ბოლნისის არტ რეზიდენციაზე, რომელიც თებერვალში იხსნება. ასევე იმ სახელოვნებო და კულტურულ პროცესებზე, რომლებიც ბოლნისში დაიწყება. განვიხილავთ არტისტების ჩართულობის საშუალებებსა და ფორმებს, არტ რეზიდენციისა და ბოლნისის პერსპექტივებს მისი “ხელოვნების ქალაქად” გადაქცევის კუთხით”, – წერენ პრეზენტაციის ორგანიზატორები ფეისბუქზე შექმნილ გვერდზე.

 

თორნიკე ადამაშვილის თქმით, Bolnisi Art House ანუ ხელოვნების რეზიდენცია იქნება ღია სივრცე არტისტებისთვის, რომლის საშუალებითაც განხორციელდება 2 პროგრამა- “გამოფინე კულტურა” და “ბოლნისი თანამედროვე ხელოვნების ქალაქი”.

 

პროექტის ორგანიზატორები აპირებენ, რომ ბოლნისის კულტურული მემკვიდრეობა – გერმანელების აშენებული სახლები და ქუჩები გამოიყენენონ. ასევე, კინთეატრი, რომლის აღდგენას ცდილობენ მეორე წელია.

 

ბოლნისი
ბოლნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი