ხელოვნება

ლიტერატურული კონკურსის “წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

11 დეკემბერი, 2014 • • 1622
ლიტერატურული კონკურსის  “წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პრემია “წერო” ლია ლიქოკელს მოთხრობისთვის “წყლის პირას, მურყნის ჭალაში” გადაეცა. მეორე პრემია ჯაბა ზარქუას გადაეცა მოთხრობისთვის -“დახურული ქარხნების სინდრომი“, ხოლო მესამე პრემია მიშა ბახსოლიანს გადაეცა მოთხრობისთვის “სასაუზმე ბუდაპეშტი“.

ჟიურის პრიზი კი თეა თოფურიამ მიიღო მოთხრობისთვის „იაკობის ჭასთან“. 

 

პირველ ადგილზე გასულს 3000 ლარი და კონკურსის სიმბოლო – ვერცხლის წერო გადაეცა, ხოლო მეორე და მესამე ადგილის პფლობელები 2000 და 1000 ლარით დაჯილდოვდნენ.

 

ჟიურის მიერ შერჩეული ნაწარმოებებია: დახურული ქარხნების სინდრომი; ვინც გაიცინებს, გავარდება; ზელდა ბრაუნის ნაამბობი; ზღვის სუპი; თქვა პრეზიდენტმა; იაკობის ჭასთან; მე, ბიძაჩემი, ფეცბურთი და გამრავლება…, ნუ გეშინია, ანა, სასაუზმე ბუდაპეშტი; საშკა; სიკვდილის მწერალი; ჩამრთველი; ჩემი ძვირფასი ლოლიტა მასწავლებელი; წყლის პირას, მურყნის ჭალაში.

 

კონკურსის მეორე ეტაპზე ჟიურის წევრების მიერ შერჩეული 14 ნაწარმოები განთავსდა ვებ-გვერდზე lit.ge და მკითხველს 10 დღის განმავლობაში მათი შეფასების შესაძლებლობა ჰქონდა. შეფასებები დაფარული იყო სხვა მკითხველებისთვის. შემფასებლებს ასევე საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ ფორუმში და გამოეთქვათ თავიანთი აზრი ნაწარმოებების შესახებ.

 

კონკურსი „წერო 2014“ 3 ნოემბერს დაიწყო. 5–10 გვერდამდე ნაწარმოების გამოქვეყნება ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge–ის ვებ–გვერდზე ნებისმიერ მსურველს 24 ნოემბრამდე შეეძლო. სულ 345 ნაწარმოები გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი