კინოხელოვნება

გრინემა- ღია კინოთეატრი “ვარდების ბაღში” დღეს გაიხსნება

17 ივლისი, 2014 • • 2346
გრინემა- ღია კინოთეატრი “ვარდების ბაღში” დღეს გაიხსნება

“გრინემა” თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, ეროვნული კინოცენტრისა და კინოფესტივალ ,,პრომეთეს“ მხარდაჭერით ისხსნება. კინოთეატრის გახსნას მიეძღვნება ექვსი დღე და ნაჩვენები იქნება:

გახსნაზე მოეწყობა მიშა კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა

,,გრძელი ნათელი დღეები“ – რეჟ: ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი. ფილმს წარადგენს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე.

,,ჩემი საბნის ნაკეცი“ – რეჟ: ზაზა რუსაძე. შეხვედრა რეჟისორთან და მსახიობებთან.

კუენტინ ტარანტინოს ერთ-ერთი ფილმი მაყურებლის შერჩევით

რეჟისორ თინათინ გურჩიანის ფილმი ,,მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ – სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული დოკუმენტური ფილმი.

,,სრული სვლით დასავლეთისკენ“ – გერმანელი რეჟისორი შტეპან ტოლცი.

 

არქივის ფოტო: ღია ცის ქვეშ კინოთეატრი ბათუმში
არქივის ფოტო: ღია ცის ქვეშ კინოთეატრი ბათუმში

კინოჩვენებებზე დასწრება  თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. შედგება საინტერესო შეხვედრები ქართველ რეჟისორებთან და მსახიობებთან, ჩვენების შემდეგ კი დისკუსიები გაიმართება.

გახსნაზე წარმოდგენილი იქნება  რეჟისორ მიშა კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა

,,ახალგაზრდა სიყვარული“ 1961

,,კარუსელი“ 1962

,,ქორწილი“ 1964

,,ქოლგა“ 1967

,,მუსიკოსები“ 1969

,, გზაში“ 2003

ფილმების ჩვენების შემდეგ მოეწყობა პრემიერა დუკუმენტური ფილმისა ,,მიშა კობახიძის ავტოპორტრეტი“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი