ხელოვნება

20 ივლისიდან “არტ-გენი” თბილისში გამართავს კონცერტებს

3 ივლისი, 2014 • • 2525
20 ივლისიდან “არტ-გენი” თბილისში გამართავს კონცერტებს

ფესტივალს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს. არტ-გენი კონცერტებს საქართველოს რეგიონებში 29 ივნისიდან მართავს. 29 ივნისს ფესტივალი აღმოსავლეთ საქართველოს ესტუმრა, ხოლო 12 ივლისს დასავლეთ საქართველოს ესტუმრება. 


ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა რეგიონიდან ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ჯაზ-საღამოები, ანსამბლის „სუხიშვილები“ ჯგუფის „ზუმბალენდი“, ჯგუფების “რეგიონი”, “ფრანი”, “ჩვენებურები, “33ა” და ნინო ქათამაძის კონცერტები, ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა; მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში.


ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ეწყობა, საფუძველი 2004 წლიდან ჩაეყარა. მისი მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. წლევანდელი ფესტივალი ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და დედაქალაქს მოიცავს. კონცერტების პარალელურად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოიფინება ხალხური რეწვის ნამუშევრები, გაიმართება გასართობი წარმოდგენები და ხალხური თამაშობები, იფუნქციონირებს კვების ობიექტები.

ფესტივალი არტ-გენი
ფესტივალი არტ-გენი

პროგრამა:

20 ივლისი 
18:30 – 22:00 ფოლკლორი სამეგრელო
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯაზის საღამო თამაზ ყურაშვილი და მეგობრები

21 ივლისი 
18:30 – 22:00 ფოლკლორი შიდა ქართლი
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფი “ჩვენებურები”

22 ივლისი 
18:30 – 22:00 ფოლკლორი “სამცხე – ჯავახეთი”
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფები “რეგიონი” “ფრანი”

23 ივლისი 
18:30 – 22:00 ფოლკლორი “ქვემო ქართლი”
22:00 დასკვნითი კონცერტი ნიკა კოჩაროვი – რობი კუხიანიძე

24 ივლისი 
18:30 – 22:00 ფოლკლორი რაჭა
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფი სუხიშვილები

25 ივლისი 
18:30 – 22:00 ფოლკლორი იმერეთი
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფი ზუმბალენდი

26 ივლისი 
18:30 – 22:00 ფოლკლორი აჭარა
22:00 დასკვნითი კონცერტი ნინო ქათამაძე

27 ივლისი 
18:30 – 22:00 ფოლკლორი კახეთი 
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფი “33ა”

მასალების გადაბეჭდვის წესი