ხელოვნება

მორიგი აქცია საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით [ვიდეო]

5 ივნისი, 2014 •
მორიგი აქცია საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით [ვიდეო]

აქცია 5 საათზე დაიწყო და მისი დაწყებისთავანე აქციის მონაწილეებს კულტურული მეკვიდროების დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი შეხვდნენ. შევხდრას აქციის მონაწილეების მხრიდან ხუთი წევრი დაესწრო.

 

ლალი პერტენავამ, აქციის მონაწილემ, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ შეხვედრას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია, რადგან სააგენტო მზად არ არის მათი მოთხოვნა გაითვალისწონოს.

 

პერტენავას თქმით, მსგავსი შეხვდრა სააგენტოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლინებაა და საკითხის გადაწყვეტას ხელს არ შეუწყობს.

 

შეხვედრის შედეგით კმაყოფილი არც სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი თინა ონიანი დარჩა. თუმცა, მისი აზრით, ამგვარ შეხვედრებს შეუძლია საზოგადოებაში არსებული კითხვის ნიშნები მოხსნას.

 

ონიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შეხვედრის მიზანი აქციის მონაწილეების პრეტენზიების მოსმენა იყო. მისი განმარტებით, სააგენტო აპირებს ეროვნული მუზეუმთან შეთანხმებითა და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საყდრისის საკითხი გადაწყვიტოს.

 

“სააგენტო მართავს ინტენსიურ მოლაპარაკებებს ეროვნულ მუზეუმთან, რომ ამ მოლაპარაკებებში გათვალისწინებული იქნება ეროვნული მუზეუმის, როგორც არქეოლოგიური ექპედიციის წარმმართველი ორგანოს პოზიციები, და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები იმისთვის, რომ საყდრისის საკითხი გადაწყდეს ყველა მხარისთვის მისაღები პოზიციით და ამასთან შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდროება, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასათვის”.

 

ონიანი ამბობს, რომ მოცემულ ეტაპზე საყდრისის მნიშვნელობა სადავო არ არის, რაც მოწვეულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, თუმცა აქციის მონაწილეების მთავარ, საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის შესრულებას წინ პროცედურები ელოდება, რომელიც უნდა დაიცვან, სანამ საყდრისს სტატუსი აღუდგება.

 

კითხვაზე, ხომ შეუძლია მინსიტრს კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, ძეგლს დროებით მიანიჭოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, სანამ მის საკითხი გაირკვევა და საყდრისის დამცველებს დამატებით გარანტიებს მისცემს, ონიანი პასუხობს:

 

“კი, ბატონო, მაგრამ საკითხი მხოლოდ ადამიანების დასამშვიდებლად ხომ არ უნდა იყოს? საკითხი გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს განხილული. უნდა მიიღოს გადაწყვეტილებების კასკადი, რომელიც სისტემაზირებული იქნება და საკითხის საბოლოო გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.”

აქციაზე გაიმართა გამოფენაც, რომელზეც საყდრისის ტერიტორიაზე და საქართველოს სხვა ნაწილში მდებარე კულტურული მემკვიდროების ძეგლების ფოტოები გამოიფინა, რომლებიც, აქიის მონაწილეების თქმით, დახმარებას საჭიროებენ.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და RMG Gold-ის მოწვეულმა ექსერტებმა, გერმანელმა არქეოლოგმა, ალბრეხტ იოჰენხოველმა და ბულგარელმა გეოლოგმა, ვენელინ ჟელევ ჟელევმა კვლევით დაადასტურეს, რომ საყდრისში უძველესი მაღარო მდებარეობს. 

 

'მწვანე მუშტის' მიერ გავრცელებული ფოტოები საყდრისიდან

კულტურის სამინისტრომ საყდრისის მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შემდეგ, 2014 წლის მარტში, RMG-ს მისცა წიაღისეულის მოპოვების ნებართვა. თუმცა მოქალაქეების ნაწილის წინააღმდეგობისა და აქციების ფონზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ საერთაშორისო ექსპერტები მოიწვია, რომლებმაც 2014 წლის მაისის დასაწყისში საყდრისში სიტუაცია შეისწავლეს. 

 

საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოეხსნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე RMG Gold-ი ოქროს მოიპოვებს, ხოლო მიწის სამუშაოების გაგრძელება ობიექტის გაუქმებას გულისხმობს. მოქალაქეთა ჯგუფი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი