ახალი ამბები

ილია მეორე აცხადებს, რომ არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს

6 მაისი, 2014 • • 2617
ილია მეორე აცხადებს, რომ არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს

“დღეს მე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მღელვარება საქართველოში, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. საერთოდ, საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ არასდროს არავის არ სჩაგრავდა, საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ხალხი და ყველა გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება.

 

როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო? უკანონობის დაკანონება, ეს დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და ის იქნებოდა საოცარი, რომ არ მეთქვა. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა, არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მე მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი და მე შევთხოვე უფალს, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენნი ნებსითი და უნებლიენი, ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს”, – განაცხადა ილია მეორემ.   

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, 6 მაისს,  გიორგობის დღესასწაულთან გამართული საზეიმო წირვის შემდეგ იქადაგა და სწორედ ქადაგებაში გამოეხმაურა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტმა 2 მაისს დაამტკიცა 114 ხმით 1-ის წინააღმდეგ. აღნიშნული კანონით, იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია. საპატრიარქოს წინააღმდეგი იყო აღნიშნულ ჩამონათვალში დაფიქსირებულიყო სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა.


ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეული იყო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით.

მასალების გადაბეჭდვის წესი