RMG-ის მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების გათვალისწინებითაა მიღებული და საერთოდ არ არის განხილული კომპანიის არგუმენტაცია.
სასამართლოს განჩინება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას და ატარებს დროებით ხასიათს, რაც გულისხმობს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების, განმარტავს კომპანია.
“ვგეგმავთ დღესვე მივმართოთ სააპელაციო სასამართლოს ჩვენი არგუმენტაციით და გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით,” – ამბობს კომპანია.
RMG აცხადებს, რომ მას საყდრისის ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები შეჩერებული აქვს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოქმედების შეჩერებით, კომპანიას ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი და ძალიან მალე ის შესაძლოა აღმოჩნდეს გაჩერების წინაშე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან სოციალურ და მატერიალურ პრობლებას შექმნის.

“სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება არის ლოგიკური შედეგი იმ ბინძური კამპანიისა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ხორციელდებოდა კომპანიის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების მხრიდან”,- ნათქვამია RMG-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
2014 წლის 30 მაისს სასამართლომ დააკმაყოფილა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შუამდგომლობა საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით. საიას იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ ეს არის სასამართლოს დროებითი გადაწყვეტილება და ძალა აქვს მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
სალაძის განმარტებით, საიამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებად შემდეგი ფაქტები: 2014 წელს არქეოლოგების მიერ დაფიქსირებული ფაქტი, რომ საყდრისი აღიარებული იყო როგორც არქეოლოგიური ობიექტი, სტუდია “მონიტორის” მიერ 2014 წლის მარტში გადაღებული კადაღბული კადრები, სადაც ფიქსირდება არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება.
“ეს ორი გარმეოება იყო იმის საპირწონე, რომ თუ RMG Gold გააგრძელებდა მსხვილმასშტაბიან სამშაოებს, ამას მოჰყვებოდა ამ ობიექტის განადგურება. თუკი სასამართო მომავალში დააკამყოფილებს სარჩელს, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა იმ სიკეთის აღდგენა, რომელიც უკვე განადგურებულია.
აღნიშნული შუამდგომლობა საიამ დააყენა იმ სარჩელის ფარგლებში, რომლითაც გასაჩივრებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტს გაცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა RMG Gold-ის მოთხოვნა, რომ საყდრისში წიაღისეულის მოპოვების ნებართვა მისცემოდა.
სულხან სალაძე ამბობს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება არ გულისმხობს იმას, რომ მოსამართლე საიას სარჩელს დააკმაყოფილებს, რადგან სამუშაოების შეჩერება კავშირში არ არის დავის საგანთან. სულხან სალაძის განმარტებით, კულტურის სამინისტროს 13 მარტის ბრძანება არის უკანონოდ და პროცედურული დარღვევებით მიღებული. კულტურის სამინისტროს არ გამოუკვლევია ყველა მტკიცებულება, ამბბოს იურისტი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და RMG Gold-ის მოწვეულმა ექსერტებმა, გერმანელმა არქეოლოგმა, ალბრეხტ იოჰენხოველმა და ბულგარელმა გეოლოგმა, ვენელინ ჟელევ ჟელევმა კვლევით დაადასტურეს, რომ საყდრისში უძველესი მაღარო მდებარეობს.

კულტურის სამინისტრომ საყდრისის მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შემდეგ, 2014 წლის მარტში, RMG-ს მისცა წიაღისეულის მოპოვების ნებართვა. თუმცა მოქალაქეების ნაწილის წინააღმდეგობისა და აქციების ფონზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ საერთაშორისო ექსპერტები მოიწვია, რომლებმაც 2014 წლის მაისის დასაწყისში საყდრისში სიტუაცია შეისწავლეს.
საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოეხსნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე RMG Gold-ი ოქროს მოიპოვებს, ხოლო მიწის სამუშაოების გაგრძელება ობიექტის გაუქმებას გულისხმობს. მოქალაქეთა ჯგუფი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.







