ხელოვნება

თბილისის განვითარების კონცეფციის შესაქმნელად იტალიელი არქიტექტორები მოიწვიეს

30 მაისი, 2014 • • 1577
თბილისის განვითარების კონცეფციის შესაქმნელად იტალიელი არქიტექტორები მოიწვიეს

იტალიელი არქიტექტორები ქართველ კოლეგებთან და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

 

თბილისის საკრებულოს მიერ მოწვეული იტალიელი არქიტექტორები ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას თბილისის სტრატეგიული კონცეფციის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში მიიღებენ. საერთო პროექტი ქალაქგეგმარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ქალაქის ავარიული ნაწილის რეკონსტრუქციას, ქართველ დამწყებ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობას, გამოცდილებების გაზიარებასა და  სხვა საკითხებს შეეხება.

თბილისი
თბილისი



იტალიელმა არქიტექტორმა მაურო ლიპარინიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. მისი თქმით, შესასწავლია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და წარსული, რათა სამომავლოდ სწორი ნაბიჯები გადაიდგას. გარდა ამისა, ქართულ მხარესთან შესათანხმებელია კონკრეტული თარიღები.



“ჩვენ ვიმუშავებთ ინფრასტრუქტურის, ურბანისტიკის, არქიტექტურის, გამწვანებისა კუთხით, აგრეთვე შევისწავლით თბილისის კულტურულ–ისტორიული ცენტრს“,- განაცხადა არქიტექტორმა, ტიციანო კამინიტიმ.



შეგახსენებთ, რომ იტალიელი არქიტექტორების სტუმრიბას წინ უძღოდა თბილისის საკრებულოს წევრების ვიზიტი იტალიაში, სადაც აღნიშნულ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი.



ჯანპაოლო ტიბალდოს თქმით, ხვალ ქარვასლაში გაიმართება საქველმოქმედო აქცია, სადაც მოწვეული იტალიელი არქიტექტორები შექმნიან ფერწერულ ნამუშევარებს, რომელიც მოგვიანებით აუქციონის წესით გაიყიდება. არქიტექტორების თქმით, შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ და სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი