ხელოვნება

27 მაისს გარდაბანში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება

26 მაისი, 2014 • • 1111
27 მაისს გარდაბანში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცნობით, 27 მაისს, 15:00 საათზე ქალაქ გარდაბნის მეგობრობის პარკში, ღია ცის ქვეშ ჩატარდება ფესტივალი სახელწოდებით „გარდაბნის კლასიკური მუსიკის დღე“. ფესტივალზე გარდაბნის სამუსიკო სკოლის ახალგაზრდა შემსრულებლები შეასრულებენ როგორც უცხოელ, ასევე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

 

პროგრამის ფარგლებში მოეწყობა გარდაბნის თემის წევრ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. პარალელურად ფესტივალზე გაიმართება ტრადიციული აზერბაიჯანული სამოვარის ჩაის სმა და მოსულ სტუმრებს ექნებათ მრავალფეროვანი ტკბილეულის დაგემოვნების საშუალება.   

 

ფესტივალი იმართება „კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელის“ ფარგლებში და გარდაბანში არსებული „მულტიკულტურული რესურსების ცენტრის, „კავკასიის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა“ და „ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ ინიციატივით.

მასალების გადაბეჭდვის წესი