ხელოვნება

დამოუკიდებლობის დღეს ყვავილების ფესტივალი გაიმართება

23 მაისი, 2014 • • 2520
დამოუკიდებლობის დღეს ყვავილების ფესტივალი გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ყვავილების ფესტივალი წელს 10 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, ფესტივალი პირველად სამი დღის განმავლობაში, 24, 25 და 26 მაისს გაიმართება  სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერსა და მის მიმდებარე, შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩებზე.

 

თბილისის მერიის განცხადებით, საფესტივალო გამოფენები სამივე დღეს გაიხსნება დილის 10 საათიდან და გაგრძელდება საღამოს 19:00 საათამდე. წლევანდელ საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა გამწვანების კომპანიები, ყვავილების მაღაზიები და კერძო კოლექციონერები.

 

26 მაისს “ვარდობისთვე თბილისში” საიუბილეო ექსპოზიციით  რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ 12:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება წარმოდგენილი. “ვარდობისთვე თბილისში” ტრადიციულად  თბილისის მერიის დაფინანსებით გაიმართება.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისის აღსანიშნავად აღლუმი 2014 წელს არ გაიმართება. სამუშაო ჯგუფმა საზეიმო ღონისძიებების გეგმა დასამტკიცებლად 26 მაისის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიას წარუდგინა. 

თბილისში ყვავილების ფესტივალი გაიმართება
თბილისში ყვავილების ფესტივალი გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი