ხელოვნება

საქართველოში ამერიკის კულტურის დღეები აღინიშნება

24 აპრილი, 2014 • • 1148
საქართველოში ამერიკის კულტურის დღეები აღინიშნება

დღეს, 25 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების დღისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ღონისძიება – ამერიკული პოეზიის საღამო, მწერალთა სახლში გაიმართება. ღონიძიება 19 საათზე დაიწყება.

 

ზვიად რატიანი და შოთა იათაშვილი  XX საუკუნის ამერიკელ პოეტთა ლექსების საკუთარ თარგმანებს წაიკითხავენ. მწერლები, რომლებიც წლების განმავლობაში თარგმნიდნენ ამერიკულ პოეზიას, გვიამბობენ თარგმანის სირთულეებზე და წაგვიკითხავენ თავიანთ ცნობილ თუ უცნობ თარგმანებს.

 

საღამოში ასევე მონაწილეობს ჯეიმს დიუი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, პოეზიის მკვლევარი, ლიტერატურათმცოდნე, რომელიც რამდენიმე ამერიკელი პოეტის ლექსებს შემოგვთავაზებს ინგლისურ ენაზე.  

 

24 აპრილს, 19:00 საათზე, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი კენედის ცენტრის ჯაზ-პიანისტის – ჯასტინ კოფლინის კონცერტს უმასპინძლა. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის დღეების ფარგლებში ჩატარდა.

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის დღეების ფარგლებში, კენედის ცენტრის ჯაზ-პიანისტი კიდევ ერთ კონცერტს ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელობის თეატრსა და მუსიკალურ დარბაზში, 30 აპრილს, 17:00 საათზე გამართავს.

 

აშშ-ს კულტურის დღეები საქართველოში
აშშ-ს კულტურის დღეები საქართველოში

გუშინ, 23 აპრილს გაიხსნა და 30 აპრილამდე გაგრძელდება ამერიკული დასავლეთის ამსახველი ფოტოების გამოფენა, რომელსაც თბილისის ისტორიის მუზეუმი “ქარვასლა” მასპინძლობს.

 

გამოფენაზე წარმოდგენილია ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ამერიკული დასავლეთის ამსახველი 71 ფოტო.

 

შეერთებული შტატების კულტურის დღეები 22 აპრილს ძმები კოენების ოსკარის მფლობელი ფილმის “ფარგო” ჩვენებით დაიწყო. კინოჩვენება ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა.  საქართევლოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი