ხელოვნება

კულტურის სამინისტროსა და “ქართუს” შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

5 მარტი, 2014 • • 1027
კულტურის სამინისტროსა და “ქართუს” შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გრანტის სახით გამოეყოფა თანხა, რომლითაც სამინისტრო 2014 წელს განახორციელებს კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას. აღნიშნული მხარდაჭრა ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე.


ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ წლების განმავლობაში სხვა სფეროებთან ერთად ახორციელებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში დასაქმებული და ღვაწლმოსილი ადამიანების მხარდაჭერას. ფონდისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით აღნიშნული მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც.


“ქართუ” ფონდის გადაწყვეტილებთ, ყოველთვიურ გრანტს კულტურის, განათლების, სპორტისა და სხვა სფეროს ბენეფიციარები ფონდის მაგივრად კონკრეტული სამინისტროებისგან მიიღებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი